მობილობა ევროპის უნივერსიტეტში!

2020 -2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  მობილობის პროცესის  ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

ა)   დოკუმენტების მიღება - 2021 წლის 10 თებერვლიდან  16 თებერვლის   ჩათვლით;

ბ)   სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 2021 წლის 11 თებერვლიდან 16 თებერვლის  ჩათვლით;

გ) სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2021 წლის 11 თებერვლიდან 17  თებერვლის  ჩათლით;

სტუდენტმა   შპს ,, ევროპის უნივერსიტეტს“ უნდა მიმართოს  განცხადებით   და  წარუდგინოპირადი  საქმის ასლები უნივერსიტეტში ან შეავსონ განცხადება ონლაინ (იხილიეთ განცხადების ფორმა დანართი  №1). ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსების დროს, განცხადების ფორმა უნდა ამოიბეჭდოს, შეივსოს, დაისვას ხელმოწერა, დასკანერდეს (ან გადაუღეთ ფოტო) და წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად გამოიგზავნოს  ელექტრონულ მისამართზე: Info@eu.edu.ge. 

სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის დადასტურება მოხდება უნივერსიტეტში ან ონლაინ  (იხილეთ თანხმობის/უარის ფორმა დანართი №2) უნივერსიტეტის წარმომადგენელთან  კონსულტაციის  შემდგომ.

 

მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა  და სწავლის საფასური საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

  1. სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ა) სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 45 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2900 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია  II, VI და VIII  სასწავლო სემესტრზე;

ვრცლად პროგრამის შესახებ

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2800 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია II და VIII  სასწავლო სემესტრზე;

ვრცლად პროგრამის შესახებ

გ) ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 45 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია II, VI და VIII  სასწავლო სემესტრზე.

ვრცლად პროგრამის შესახებ

 

  1. მედიცინის ფაკულტეტი

ა) დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა  - 44 ვაკანტური ადგილისწავლის საფასური საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის  განისაზღვრა 9800 ლარი, ხოლო  უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის  5000 აშშ დოლარის ექვივალენტით  ლარში,  მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

ვრცლად პროგრამის შესახებ

ბ) სტომატოლოგის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო  პროგრამა - 44  ვაკანტური ადგილი,  სწავლის საფასური  განისაზღვრა 3500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

ვრცლად პროგრამის შესახებ

გ) სტომატოლოგის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი   საგანმანათლებლო       პროგრამა  - 44  ვაკანტური    ადგილი,      სწავლის საფასური      საქართველოს     მოქალაქე     სტუდენტებისთვის     განისაზღვრა   6800  ლარი, ხოლო     უცხო  ქვეყნის  მოქალაქე  სტუდენტებისთვის  3500  აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე.

ვრცლად პროგრამის შესახებ

 

  1. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ა) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 45 ვაკანტური ადგილი,  სწავლის საფასური  განისაზღვრა 2800 ლარი,  მობილობა გამოცხადებულია II,  IV,  VI  და  VIII   სასწავლო სემესტრზე;

ვრცლად პროგრამის შესახებ

ბ) ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 40 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური განისაზღვრა  2500 ლარით ,მობილობა გამოცხადებულია II,  VI და  VIII   სასწავლო სემესტრზე;

ვრცლად პროგრამის შესახებ

გ)  ფინანსები და საბანკო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 40 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური განისაზღვრა  2250 ლარით, მობილობა გამოცხადებულია  VI და  VIII   სასწავლო სემესტრზე;

ვრცლად პროგრამის შესახებ

დ) მენეჯმენტის სამაგისტრო საგანამნათლებლო პროგრამა -  10  ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა  2500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია  II სასწავლო სემესტრზე.

ვრცლად პროგრამის შესახებ

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

2.1. საბაკალავრო , ერთსაფეხურიან და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);

თ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;

2.2. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ ან ჩარიცხულ სტუდენტს, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული/ინგლისური ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.  ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად.  აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

 

2.3. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მობილობასთან დაკავშირებით  კონსულტაციის მისაღებად: 2 000 171
  • საბუთების წარმოდგენასთან დაკავშირებით:  591711701 ან Info@eu.edu.ge

 

 

 

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!