კარიერა ევროპის უნივერსიტეტში

image

პერსონალის მართვის პოლიტიკა

რა არის ადამიანური რესურსების მართვა?

ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ძირითად რესურსს მიმზიდველი სამუშაო გარემოს ჩამოსაყალიბებლად. უნივერსიტეტის მიზანია მოიზიდოს  მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც სამუშაოს შესრულებისას შეძლებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, იყოს კრეატიული, შედეგზე ორიენტირებული და ყველაფერთან ერთად, მოქნილიც. ამ ყოველივეს განხორციელება, პერსონალის მართვის სწორმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს, ჩვენი პოლიტიკაა:

მრავალფეროვანი და ნიჭიერი ადამიანური რესურსის მოზიდვის, შერჩევის, განვითარების, წახალისებისა და შენარჩუნების მექანიზმების დანერგვა;

პროდუქტიული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ადამიანები იგრძნობენ თავს დაფასებულად და რაც მთავარია,  მათი ცოდნის, უნარების, შესაძლებლობებისა და სხვა მახასიათებლების სწორად გენერირება მოხდება;

სამართლიანი და ეთიკური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება.

ევროპის  უნივერსიტეტში პერსონალის მართვის 5 ძირითადი  პრინციპი მოქმედებს:

  • საერთო პასუხისმგებლობა;
  • მომსახურებაზე ორიენტაცია;
  • გუნდურობა;
  • საერთო ორგანიზაციულ ღირებულებათა პატივისცემა;
  • ანგარიშვალდებულება.

რა გელოდებათ დასაქმების შემთხვევაში?

“ევროპის უნივერსიტეტში”  დასაქმების შემთხვევაში თქვენ ხდებით ერთი-ერთ მოწინავე და წარმატებული ჯგუფის თანამშრომელი. ეს არის  ჯგუფი, რომელიც დაფუძნებულია  ევროპულ ღირებულებებზე და  მუდმივად ორიენტირებული განვითარებაზე, ინოვაციურობასა და ნამდვილობაზე. ამავე დროს, არ გვავიწყდება ტრადიციები და მათი როლი. გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდგომ , თქვენ გელოდებათ სტაბილური სამუშაო, მეგობრული გარემო და ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენი უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს საშუალება აქვს განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები და ამავე დროს, მიიღოს ისეთი სარგებელი, როგორიცაა:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • საინტერესო სამუშაო, მუდმივად მზარდ გუნთან ერთად.

პერსონალის განვითარება (როტაცია, დაწინაურება, ტრანსფერი)

ევროპის უნივერსიტეტის მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია კომპანიაში დასაქმებული თითოეული ადამიანი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პირველ რიგში,  ადამიანები ქმნიან თითოეული კომპანიისთვის წარმატებულ მომავალს.

შერჩევის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელთა წარმატებით გადალახვის შემდეგ თქვენ გახდებით ჩვენი გუნდი წევრი.     

უნივერსიტეტში  მოქმედებს შიდა დაწინაურების პრაქტიკა, რაც ხელს უწყობს ჩვენი თანამშრომლების კარიერულ განვითარებას და პროფესიულ წინსვლას. 

შერჩევის პროცედურები

ევროპის უნივერსიტეტში მკაცრად განსაზღვეული პერსონალის შერჩევის წესი მოქმედებს, რომელიც  სამართლიანი, გამჭირველე კონკურსებისა და სწორი პერსონალის შერჩევის საფუძველია. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებულია, როგორც ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე აკადემიური  და მოწვეული ლექტორები.

აკადემიური თანამდებობის დაკავება:

  • აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის,თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე;
  • აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსანტთა არჩევა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და საჩვენებელი ლექციის საფუძველზე;
  • აკადემიურ თანამდებობაზე ასისტენტიასისტენტ-პროფესორი აირჩევა 4 წლის ვადით;
  • ასოცირებული პროფესორი - არანაკლებ 4 წლის ვადითხოლო პროფესორი - 5 წლის ვადით.
  • ასოცირებული პროფესორისა და პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა პროგრამის ხანგრძლივობის ვადით, შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე - 6 წლის ვადით;
  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე - 5 წლის ვადითვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - 5 წლის ვადით;
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - 5 წლის ვადით

 მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავება:

  • მოწვეული ლექტორი არის შესაბამისი განათლების/კვალიფიკაციის ან კომპეტენციის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ფლობს სასწავლო კურსის გაძღოლისთვის შესაბამის ცოდნას და უნარებს.
  • მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია ღია კონკურსით ან რეკომენდაციით, (პროგრამის ხელმძღვანელის მიერ მოძიების საფუძველზე);

ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება:

უნივერსიტეტში შემუშავებულია ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის სამუშაო აღწერილობები და მათთვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ვაკანტურ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე შერჩევა რამდენიმე მეთოდით მიმდინარეობს:

  • შიდა როტაცია;
  • რეკომენდაცია;
  • ღია კონკურსის გამოცხადება.

აკადემიური კონკურსი:

მედიცინის ფაკულტეტის ღია კონკურსი - კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 26 ივნისიდან

სტომატოლოგიის ფაკულტეტის ღია კონკურსი - კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 26 ივნისიდან

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კონკურსი -  კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 20 აგვისტოდან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ღია კონკურსი - კონკურსი გამოცხადებულია 8 ოქტომბრიდან

მეცნიერ - თანამშრომლის ვაკანსიები:

არ მოიძებნა ღია ვაკანსიები

 

მოწვეული პერსონალის კონკურსი:

არ მოიძებნა ღია ვაკანსიები


ადმინისტრაციული ვაკანსია:

ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი

ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (ქართულენოვანი) ხელმძღვანელი

არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი

არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (ქართულენოვანი) ხელმძღვანელი

ფინანსების და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრ. ხელმძღვანელი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმღვანელი

მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (ქართულენოვანი) ხელმძღვანელი

ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი

ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი

არქეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის (ქართულენოვანი) ხელმძღვანელი

ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის (ქართულენოვანი) ხელმძღვანელი

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: