ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი
აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი 2017 წლის 21 ივნისს დაფუძნდა. 2020 წლის 1 ივნისიდან, სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ფუნქციონირებას განაგრძობს ევროპის უნივერსიტეტის სივრცეში.
ინსტიტუტი, ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად გამოსცემს სამეცნიერო-კვლევით ჟურნალს ,,არქეოლოგია“.
ევროპის უნივერსიტეტის აკად. ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
- არქეოლოგიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა
- საველე არქეოლოგიური დაზვერვების განხორციელება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ
- საველე არქეოლოგიური გათხრების წარმოება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ
- გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების კამერალური, ლაბორატორიული დამუშავება/შესწავლა/რესტავრაცია
- სპეციალური არქეოლოგიური საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცემა
- არქეოლოგიური ექსპოზიციების, გამოფენების ორგანიზება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
- უცხოელი სპეციალისტების მოწვევა
- სხვა პროფილურ ორგანიზაციებთნ, მათ შორის საზღვარგარეთ მოქმედ დაწესებულებებთან მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა
- სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება
- შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის, კატალოგების, პერიოდული გამოცემების, სახელმძღვანელოების (მათ შორის ციფრული) შექმნა-გავრცელება
- სტუდენტური პრაქტიკის, სტაჟირების ხელშეწყობა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ფართო ჩართვა საველე პრაქტიკისა და არქეოლოგიურ კვლევებში
- არქეოლოგიით დაინტერესებულ პირთა და ტურისტთა ჩართვა საველე სამუშაოებში
ინსტიტუტის საქმიანობის ფორმები:
- ატარებს კონფერენციებს, პრეზენტაციებს და სხვადასხვა სახის აქტივობას
- მონაწილეობას იღებს არქეოლოგიურ პროექტებში
- აწარმოებს არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას (დაზვერვები, გათხრითი სამუშაოები, არქეოლოგიური კვლევა-ძიების დროს მოპოვებული მასალის დამუშავება/შესწავლა/რესტავრაცია)
- თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან
- გამოსცემს არქეოლოგიის დარგში სამეცნიერო-კვლევით ჟურნალს, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით
- გამოსცემს სამეცნიერო ლიტერატურას
ევროპის უნივერსიტეტის აკად. ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობას წარმართავს სამეცნიერო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
პროფ. ალექსანდრე ნონეშვილი - არქეოლოგი, ისტორიკოსი, კულტუროლოგი. ევროპის უნივერსიტეტის აკად. ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
ლევან ხეცურიანი - არქეოლოგი. ევროპის უნივერსიტეტის აკად. ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
პროფ. ნოდარ ფოფორაძე - გეოლოგი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
პროფ. გურამ ყიფიანი - არქეოლოგი, არქიტექტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეოურბანული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი)
პროფ. ვახტანგ ლიჩელი - არქეოლოგი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. უნივერსიტეტის არქეოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი)
პროფ. ვალერი ვაშაკიძე - ისტორიკოსი (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე)
პროფ. დიმიტრი ახვლედიანი - არქეოლოგი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი. საქ. ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი)
პროფ. ლიანა ბითაძე - ანთროპოლოგი (ივ. ჯავახისვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი, განყოფილების ხელმძღვანელი)
ლავრენტი ჯანიაშვილი - ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი)
თემურ ბიბილური - არქეოლოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი (თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი)
გოჩა გერაძე - კულტუროლოგი, ნუმიზმატი (ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი)
გიორგი ჭეიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
ნაზიბროლა პაჭიკაშვილი - რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი.
მადონა მშვილდაძე - არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ფონდების მთვარი მცველი, სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალის ,,არქეოლოგია“ პასუხისმგებელი რედაქტორი (წყალქვეშა არქეოლოგიის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი).