ბიბლიოთეკის შესახებ

ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის საბიბლიოთეკო რესურსებით მომსახურებას. ბიბლიოთეკა, განთავსებულია უნივერსიტეტის ორივე კორპუსში, მუშაობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 10:00-დან 20:00 საათის ჩათვლით.

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შედგება, როგორც უნივერსიტეტის მიერ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სავალდებულო ლიტერატურისაგან, აგრეთვე ზოგადი ხასიათის საცნობარო გამოცემებისაგან, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურისაგან, პერიოდული გამოცემებისაგან, ციფრული ლიტერატურისაგან და სხვ.

ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა ბიბლიოთეკაში გაწევრიანება, რისთვისაც მკითხველი ვალდებულია ბიბლიოთეკას მიაკითხოს რეგისტრაციის გავლის მიზნით.

ბიბლიოთეკა მკითხველს სთავაზობს, როგორც წიგნის დაჯავშნის, ასევე სხვა ბიბლიოთეკიდან წიგნის გამოწერის სერვისს. აღნიშნული მომსახურებებით სარგებლობისთვის მკითხველმა მოთხოვნა უნდა გააგზავნოს ბიბლიოთეკის ელ.ფოსტის მისამართზე library@eu.edu.ge.


ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია, მოწევა, ხმაური, საუბარი, მობილური ტელეფონის გამოყენება, სამკითხველო დარბაზებში განთავსებული კომპიუტერების გამოყენება გასართობი საიტებისთვის, ფილმების ყურება, აზარტული თამაშების თამაში, კომპიუტერების კონფიგურაციის შეცვლა. მკითხველის უფლებები და ვალდებულებები მოცემულია ბიბლიოთეკით სარგებლობის წესში.

 

ელექტრონული კატალოგი

ბიბლიოთეკის ფონდის კატალოგი ასახულია ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში openbiblio, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი ლიტერატურის მოძიება.


ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია

თეა სიხუაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი

მარინე კოჭლამაზაშვილი - ბიბლიოთეკის თანამშრომელი

ნათია კელაპტრიშვილი -  ბიბლიოთეკის თანამშრომელი

ნანა კეკელია - ბიბლიოთეკის თანამშრომელი

სოფო მაისურაძე - ბიბლიოთეკის თანამშრომელი

სოფო მაისურაძე - ბიბლიოთეკარი

  • Maisuradze.sopio@eu.edu.ge
  • 2 000 171(212); 

ნანა კეკელია - ბიბლიოთეკარი

  • nana.kekelia@eu.edu.ge
  • 2 000 171(212); 
გააზიარე გვერდი: