მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2020 წელს ''ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის'' ბაზაზე, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ბ-ნი ზაზა ავალიანი.
ინსტიტუტის მიზანი:
მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მიზანია საფაკულტეტო დონეზე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კვლევითი საქმიანობის განხორციელება.
მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციებია:
ა) მედიცინის პრობლემების კვლევის მიზნით, თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მოძიება შესაბამისი მიმართულებით;
გ) ადგილობრივ, საერთაშორისო, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე კვლევით ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობა;
დ) კვლევების შედეგების პოპულარიზაცია;
ე) საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზების მხარდაჭერა;
ვ) სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა;
ზ) ინსტიტუტის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის პერიოდული შეფასება, საზოგადოებაში მოთხოვნადი კვლევითი მიმართულებების გამოვლენა და უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიის გათვალისწინებით, კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრა;
თ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ინსტიტუტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ანგარიშების პერიოდული წარდგენა;
ი) დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.