მართვა
ლაშა კანდელაკიშვილი
დამფუძნებელი/პრეზიდენტი
ლაშა კანდელაკიშვილმა 2007 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, 2017 წელს, კი, პოლონეთის ლეგნიცის უმაღლესი მენეჯმენტის სკოლაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
2007 წლიდან თბილისის საერო უნივერსიტეტის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008 წლიდან თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი იყო. 2009 წელს ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე კი ევროპის უნივერსიტეტის რექტორი იყო.
ლაშა კანდელაკიშვილი პედაგოგიურ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდა, ამასთან, მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არის 5 სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი.
კონტაქტი: rector@esu.edu.ge
თამარ ზარგინავა
ვიცე-პრეზიდენტი
თამარ ზარგინავამ 2013 წელს წარმატებით დაამთავრა ეკონომიკისა და მენეჯმენტის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.
2007-2011 წლებში საერო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2012-2014 წლებში კი - ამავე უნივერსიტეტის რექტორის აპარატის ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, 2017 წლიდან 2023 წლამდე იყო ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, 2023 წლიდან დღემდე კი იკავებს ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას.
კონტაქტი: tamar.zarginava@esu.edu.ge
ნინო ტალიაშვილი
რექტორი
ნინო ტალიაშვილმა 2009 წელს დაასრულა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ნინო ტალიაშვილი არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2010 წლიდან 2015 წლამდე ნინო ტალიაშვილი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ხელმძღვანელობდა იურიდიულ სამმართველოს, ხოლო 2015-2019 წლებში იყო ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.
2017 წლიდან ნინო ტალიაშვილი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ - მინისტრის ბრძანებით დაინიშნა პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრად.
2019 წლიდან 2020 წლამდე ევროპის უნივერსიტეტში იკავებდა ვიცე-რექტორის პოზიციას სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2021 წელს დაინიშნა ამავე უნივერსიტეტის რექტორად. 2020 წლიდან ასევე იკავებს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით ვიცე-რექტორის თანამდებობას შპს - ქუთაისის უნივერსიტეტში, რომლის დამუძნებელია ევროპის უნივერსიტეტი.
2016 წლიდან ნინო ტალიაშვილი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), მსოფლიო ბანკთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც განათლების სამართლის ექსპერტი.
მას აქვს პედაგოგიური გამოცდილებაც, კერძოდ, 2014 წლიდან 2019 წლამდე იგი იყო მოწვეული ლექტორი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
კონტაქტი: nino.taliashvili@eu.edu.ge
სოფიო ხუნდაძე
ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით
2010 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ფლობს სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) დიპლომს ბუღალტრულ აღრიცხვასა და ბიზნესში. არის ასოცირებული პროფესორი ფინანსებში. არის თოთხმეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის, ავტორი (გამომცემლობა VDM Verlag Dr. Muller, გერმანია). რეფერირებული სამეცნიერო, პროფესიული ჟურნალების (Pinnacle Business Management (ISSN: 2360-946X), Pinnacle Economics and Finance (ISSN: 2360-9486), Journal of Modern Accounting and Auditing (ISSN: 1548-6583) რეცენზენტი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის პროგრამის „Erasmus+“ მონაწილე, პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ინსუბრიას უნივერსიტეტში (იტალია) პედაგოგიური საქმიანობისთვის.
სოფიო ხუნდაძე არის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და ასევე, ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტოს ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.
ასევე, არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განათლების კომიტეტის წევრი და განგრძობითი განათლების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მსოფლიო ბანკის ფინასნური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) პროექტის „აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (STAREP)“ მონაწილე.
2013-2018 წლებში მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციებზე. 2019 წელს მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში, იკავებდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას. ევროპის უნივერსიტეტში მუშაობდა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2020 წლიდან ევროპის უნიევრსიტეტში იკავებს ვიცე-რექტორის პოზიციას ხარისხის განვითარების მიმართულებით.
კონტაქტი: skhundadze@eu.edu.ge
რაულ ქირია
ვიცე-რექტორი სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით
რაულ ქირიამ 2005 წელს დაამთავრა "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა. 2006 წელს კი "თბილისის ეკოლოგიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის" საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი გახდა. 2018 წელს სწავლობდა "კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში" პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
2023 წლის 20 დეკემბერს "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში" დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და მათი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები“.
რაულ ქირიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სატელეციზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში როგორც რეპორტიორის, ასევე რედაქტორის და მედია კონსულტანტის პოზიციებზე მუშაობის.
2012 წელს დააფუძნა საინფორმაციო სააგენტო „Front News“ და ამავე წლიდან არის სააგენტოს მთავარი რედაქტორი.
სხვადასხავა დროს დასაქმებული იყო მრჩეველის პოზიციაზე: სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში უკრაინელი პოლიტიკოსის, ინა ბოგოსლოვსკაიას, ასევე მთავრობის თავმჯდომარისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველად.
2014 წლიდან არის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ მედია კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი.
2020 წლიდან ლექციებს კითხულობს ,,ევროპის უნივერსიტეტში“ და ამავე უნივერსიტეტში იკავებდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას.
2024 წლის 4 ოქტომბერს უნივერსალური მშვიდობის ფედერაციამ, მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რაულ ქირიას მშვიდობის ელჩის წოდება მიანიჭა.
2024 წლის 30 დეკემბრიდან დღემდე არის ,,ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით.
კონტაქტი: raul.kiria@eu.edu.ge
ნიკოლოზ ფარჯანაძე
ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით / ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
ნიკოლოზ ფარჯანაძემ 2000 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურ ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. 2002 წელს ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა ინგლისური ფილოლოგიის, ხოლო 2007 წელს ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი. 2003-2010 წლებში ასპირანტურისა და დოქტორანტურის გარდამავალი საფეხურის გავლის შემდეგ, 2010 წელს ნიკოლოზმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერების მიმართულებით და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2007 წელს ნიკოლოზ ფარჯანაძემ მოიპოვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია (Chevening), გაიარა სამაგისტრო პროგრამა ლონდონის უნივერსიტეტის განათლების ინსტიტუტში (ამჟამად, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის განათლების ინსტიტუტი) და 2008 წელს მიენიჭა განათლების ლიდერობის (ლიდერობა და მენეჯმენტი) მაგისტრის ხარისხი.
ნიკოლოზ ფარჯანაძეს 2000 წლიდან დღემდე აქვს როგორც საქართველოს, ასევე, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლების გამოცდილება და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე უძღვება სხვადასხვა სასწავლო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალი, განათლების ლიდერობა, მენჯემენტი და ადმინისტრირება, განათლების პოლიტიკა და განათლების სოციოლოგია. მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში უმუშავია სხვადასხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პოზიციაზე.
უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად, 2005-2019 წლებში ნიკოლოზი იყო სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის გამომცდელი.
2018-2021 წლებში ნიკოლოზი იყო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ხოლო 2021-2024 წლებში იგი ამავე ცენტრში იკავებდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციას.
2003 წლიდან ნიკოლოზი არის სამეცნიერო სტატიების, წიგნის, წიგნის ცალკეული თავის ავტორი თუ თანაავტორი და ეს პუბლიკაციები ასახავს მის აკადემიურ ინტერესებს ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერების, საგანმანათლებლო ლიდერობისა და მენეჯმენტის კვლევისა და პრაქტიკის კონტექსტში. მან 2019 წელს მონაწილეობა მიიღო ფულბრაიტის მკვლევართა პროგრამაში და სტუმრობდა არკანზასის უნივერსიტეტს (აშშ), სადაც იკვლევდა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს.
2021 წლიდან დღემდე, ნიკოლოზ ფარჯანაძე არის ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2025 წელს იგი გახდა ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით და ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
კონტაქტი: nikoloz.parjanadze@eu.edu.ge
ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო
ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო არის უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანო, რომლის მიზანია:
- უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება და რეკომენდაცი(ებ)ის შემუშავება;
- უნივერსიტეტის ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობა, გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღების პროცესში საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფით.
მმართველის საბჭოს თავმჯდომარეა უნივერსიტეტის რექტორი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ვიცე-რექტორები, დეკანები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აფილირებული აკადემიური პერსონალი, სტუდენტი, კურსდამთავრებული და დამსაქმებელი.
რექტორის ბრძანება მმართველი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ.