სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრი

news

tutorials

sertificate


image
ევროპის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფაა. სწორედ აღნიშნული მიზნის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2019 წლის მაისში გაიხსნა სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების სფეროში სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის დაფუძნებისთანავე, ევროპის უნივერსიტეტმა უზრუნველყო განათლების საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, გაიმართა კონფერენცია თემაზე - უმაღლეს საგანმანათლებლო პროცესში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები და გამოწვევები. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, უნგრეთის და ავსტრიის ზალცბურგის უნივერსიტეტების (University of Salzburg-თან და Central European University) წარმომადგენლების მიერ, ჩატარდა ტრენინგი ცენტრის ტრენერებისთვის.

ტრენინგ ცენტრის კვალიფიციური ტრენერების მიერ კი, ხდება სწავლების ინოვაციური მეთოდების საგანმანათლებლო პროგრამებში დანერგვის პროცესის ხელშეწყობა. ტრენინგ ცენტრი აკადემიურ პერსონალს და მოწვეულ სპეციალისტებს სისტემატურად აწვდის ექვს ძირითად მოდულს:

  • სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
  • შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები უმაღლეს განათლებაში;
  • დისტანციურ პლატფორმათა მაღალ ეფექტური გამოყენება სწავლებისას;

სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრი ადმინისტრაციულ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობს ციფრული პლატფორმების დანერგვას, როგორც სწავლა სწავლების პროცესში, ასევე დისტანციური მუშაობის მიმართულებით.

 

მარიამ აბესაძე - სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი

გააზიარე გვერდი: