გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი

გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი 2016 წელს დაარსდა. ინსტიტუტის პერსონალი და ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესურ-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ  ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, ჩართულნი არიან საქართველოსა და  სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებში. ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და ზემოაღნიშნული ინსტიტუტი გამოსცემენ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალს - გლობალიზაცია და ბიზნესი. ინსტიტუტი თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან, რეგულარულად ატარებს სამეცნიერო თეორიულ სემინარებს ამავე უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობით.


ინსტიტუტის ძირითადი ამოცანები
  • უნივერსიტეტში თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება.
  • ადგილობრივ, საერთაშორისო, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო, კულტურულ და საინფორმაციო სფეროებში.
  • კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებსა და ბიზნეს-სექტორთან.
  • უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა საერთაშორისო საგანმათლებლო და აკადემიური განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტის განხორციელება (სტაჟირება, სწავლება, გაცვლითი პროგრამები, გრანტები, სტიპენდიები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვა).
  • საერთაშოსო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზების ხელშეწყობა.
  • ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევების და სპეციალისტთა პრაქტიკული საქმიანობის შედეგების საფუძველზე, პერიუდული ჟურნალის - გლობალიზაცია და ბიზნესი - მომზადება-გამოცემის ორგანიზაციზება.
ინსტიტუტი სამეცნიერო კვლევებს წარმართავს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
  • გლობალიზაციის ეკონომიკური პრობლემების კვლევა.
  • გლობალიზაციის სოციალური პრობლემების კვლევა.
  • გლობალური ბიზნესგარემოს კვლევა.
  • გლობალური ბიზნესის თავისებურებების კვლევა.
  • საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევა.
  • ევროკავშირის ბიზნესგარემოს თავისებურებების კვლევა.
  • კავკასიის და მეზობელი ქვეყნების სოციარულ-ეკონომიკური სისტემების კვლევა.
  • გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ინსტიტუციური განვითარების მიმართულების კვლევა.
  • გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პროცესების დესკრიპციული და ნორმატიული პროგნოზების მოდელირების საკითხების კვლევა.
  • გლობალიზაციის კონტექსტში ტექნოლოგიური პრობლემატიკის კვლევა.
  • გლობალიზაციის პროცესების გათვალისწინებით საქართველოში ტურიზმის განვითარების პრობლემების კვლევა. 

2022-2023 წლის აქტივობები

2020 წლის აქტივობები

2019 წლის აქტივობები

2018 წლის აქტივობები

2017 წლის აქტივობები

2016 წლის აქტივობები

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!