ხარისხის უზრუნველყოფა
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრაცია
სოფიო ხუნდაძე - ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
- skhundadze@eu.edu.ge
- 2 000 171 (103)
ელენე ჩოქური - სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი
- elene.chokuri@eu.edu.ge
- 2 000 171 (146)
რუსუდან გოგიტიძე - სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
- rusudan.gogitidze@eu.edu.ge
- 2 000 171 (152)
მარიამ სილაგავა - მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
- mariam.silagava@eu.edu.ge
- 2 000 171 (143)
ხარისხის მართვა ევროპის უნივერსიტეტის საქმიანობის ყოველდღიური ნაწილი და პროცესში ჩართული ყველა პირის პასუხისმგებლობაა. საუნივერსიტეტო საქმიანობის ხარისხი გამომდინარეობს საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრთა კომპეტენციისგან, პასუხისმგელობისგან და ეთიკური ქცევისგან.
ევროპის უნივერსიტეტში, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობის მთავარი ღირებულელები და მიდგომებია: გამჭვირვალობა, საჯაროობა, ობიექტურობა, სანდოობა, უწყვეტობა და ვალიდურობა.
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ფუნქციონირებს პრინციპით: დაგეგმე, განახორციელე, შეაფასე, განავითარე. აღნიშნული პრინციპის დაცვით სისტემის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია ევროპის უნივერსიტეტში შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების საშუალებით.
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობისა და რესურსების უწყვეტ შეფასებასა და განვითარებას ხარისხის შენარჩუნების და გაუმჯობესების მიზნით.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დასახული მიზნების მისაღწევად თანამშრომლობს უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან/თანამდებობის პირთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, სტუდენტებთან, დამსაქმებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები გულისხმობს ხარისხის შიდა და გარე შეფასებას.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა ძირითად ასპექტს მოიცავს და სამ ძირითად მიმართულებად იყოფა: სწავლა-სწავლება და მომსახურება, კვლევა და მართვის პროცესი:
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს დოკუმენტით „ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და შეფასების შედეგების გამოყენების პროცედურები“, რომელიც აჯამებს ხარისხის შიდა და გარე შეფასების პროცესებს, აღწერს თუ რა დამატებით დოკუმენტაციას ეყრდნობა იგი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში, ასევე, აღწერს თუ რა ინსტრუმენტების გამოყენებით ხორციელდება შეფასების პროცესი და თუ როგორ ხდება შეფასების შედეგების გამოყენება, პროცესებისა და მიღებული შედეგების დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით.