სტომატოლოგიის ფაკულტეტის შესახებ

სტომატოლოგიის ფაკულტეტის მიზანია აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიურობის პირობებში უზრუნველყოს სტუდენტთა მომზადება ჯანდაცვის სფეროში.

ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მისიაა: 

  • მისცეს სტუდენტებს ცოდნა და განუვითაროს უნარები რათა გახდნენ ყველაზე მოთხოვნადი სტომატოლოგები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამუშაო ბაზრებზე.
  • განავითაროს მომავალ სტომატოლოგებში კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, კვლევის უნარები და ჩამოაყალიბოს კურსდამთავრებულები, რომლებიც უწყვეტად განვითარდებიან პროფესიულად, მზად იქნებიან ინოვაციებისა დანერგვისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტომატოლოგიური ჯანდაცვის განვითარებადი გამოწვევების გადასაჭრელად.
  • ხელი შეუწყოს პირის ღრუს ჯანმრთელობას, როგორც საერთო კეთილდღეობის ქვაკუთხედს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტომატოლოგიური განათლების შექმნით, რაც პაციენტებისათვის საუკეთესო მკურნალობის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა აგებულია ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE -Association for Dental Education in Europe) რეკომენდაციების საფუძველზე. ამგვარად, ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამის ცოდნასა და უნარებს.

უნივერსიტეტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო რესურსებით, ლაბორატორიებით და სიმულაციური ცენტრებით. ევროპის უნივერსიტეტის მფლობელობაშია სტომატოლოგიური კლინიკა ,,ეუ დენტი’’, სადაც სტუდენტები ეუფლებიან აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს პროგრამის ფარგლებში, ასევე შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ექსტრაკურიკულური კლინიკური პრაქტიკა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმაბული აქვს თბილისის წამყვან  სტომატოლოგიურ კლინიკებთან.

ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის პროგრამას ასევე გამოარჩევს აკადემიური და მოწვეული განმახორციელებელი პერსონალი. ჩვენი პედაგოგები არიან სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული ასოციაციების ხელმძღვანელები, დამფუძნებლები და ამასთან ერთად წამყვანი პრაქტიკოსი კლინიცისტები.

სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ სამეცნიერო კვლევით აქტივობებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ საერთაშორისო გაცვლით პროექტებში. ამგვარად, სტუდენტები ეზიარებიან დარგის უახლეს მიღწევებს.  შესაბამისად, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ სიღრმისეული თეორიული ცოდნა, სწავლის პერიოდში დაეუფლონ საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და გახდნენ თანამედროვე გარემოს შესაბამისი კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.

ფაკულტეტზე ხორციელდება:


სოფიო სამხარაძე

ნანა ციცქიშვილი

მაია ცანავა

  • დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პრაქტიკის ბაზებთან ურთიერთობის მიმართულებით
  • maia.tsanava@eu.edu.ge

ლაშა დოლიძე

  • დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პროგრამების განვითარების მიმართულებით, სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი
  • lasha.dolidze@eu.edu.ge
  • +995 32 2 000 171 (232)

სოფიო სამხარაძე

  • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
  • sopho.samkharadze@eu.edu.ge 

მარიკა ზურმუხტაშვილი

  • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი
  • marika.zurmukhtashvili@eu.edu.ge

ია კიწბაბაშვილი

ქეთევან აფციაური

მარიამ გუგავა

ლიკა ღაღანიძე

გააზიარე გვერდი: