მედიცინის ფაკულტეტის შესახებ
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ფაკულტეტის მიზანია აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიურობის პირობებში უზრუნველყოს სტუდენტთა მომზადება ჯანდაცვის სფეროში.
მედიცინის ფაკულტეტის მისიაა მოამზადოს პროფესიონალები მედიცინის სფეროში, რომლებიც შეესაბამებიან თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და შეუძლიათ გამოიყენონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა თავიანთ პრაქტიკაში. ჩვენ ვასწავლით ეთიკას, კვლევას და კომუნიკაციას, ვამზადებთ ჩვენს სტუდენტებს რათა ადაპტირდნენ და განვითარდნენ მუდმივად ცვალებად პროფესიულ გარემოში და ემსახურონ საზოგადოებას ეფექტურად.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს უძღვებიან დარგის ცნობილი და აღიარებული სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი საექიმო და პედაგოგიური გამოცდილება. მრავალფეროვანი სწავლებისა და შეფასების მეთოდები, იძლევა არამხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების სრულფასოვნად ათვისების შესაძლებლობას.
მედიცინის ფაკულტეტს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს საქართველოს 70-მდე კლინიკასთან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტებთან. მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები გაწევრიანებული არიან სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ ასოციაციებში. ყოველივე ამის საფუძველზე სტუდენტებს პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობების გარდა საშუალება აქვთ კლინიკური პრაქტიკა გაიარონ მსოფლიოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკაში. ასევე ჩაერთონ ფაკულტეტზე მიმდინარე კვლევით პროექტებში და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.
ფაკულტეტზე არსებობს სიმულაციური ცენტრი და სიმულაციური სტომატოლოგიური კაბინეტები, სადაც კლინიკური/დარგობრივი უნარების სწავლება და შეფასება მიმდინარეობს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების, მანეკენებისა და მულაჟების საშუალებით სიმულაციურ კლინიკურ გარემოში.
ევროპის უნივერსიტეტის მფლობელობაშია ,,ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ და სტომატოლოგიური კლინიკა ,,ეუ დენტი’’.
ფაკულტეტზე ხორციელდება
- დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამა
- დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
დატალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხ. კატალოგში
ფაკულტეტზე მოქმედებს მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებს ტუბეკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე. ინსტიტუტის ფარგლებში გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალი - ,,Journal of Biomedical and Medical Sciences”.
ნათია ჯოჯუა
- დეკანი
- jojua.natia@eu.edu.ge
მაია ცანავა
- დეკანის მოადგილე პრაქტიკის ბაზებთან ურთიერთობის მიმართულებით
- Maia.tsanava@eu.edu.ge
ლაშა დოლიძე
- დეკანის მოადგილე პროგრამების განვითარების მიმართულებით, სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი
- lasha.dolidze@eu.edu.ge
ნანა ციცქიშვილი
- დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმართულებით
- nana.tsitskishvili@eu.edu.ge
- +995 32 2 000 171 (216)
ნინო პატარაია
- დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმართულებით
- nino.pataraia@eu.edu.ge
ცისანა გიორგაძე
- დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმართულებით
- giorgadze.tsisana@eu.edu.ge
მარიამ კუპატაძე
- სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
- mariam.kupatadze@eu.edu.ge
თამარ ჭყოიძე
- სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
- chkoidze.tamar@eu.edu.ge
თამუნა ჩანჩიბაძე
- სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
- tamuna.chanchibadze@eu.edu.ge
მირანდა ჩხიტუნიძე
- სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
- miranda.chkhitunidze@eu.edu.ge
სალომე წიკლაური
- სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
- salome.tsiklauri@eu.edu.ge
სალომე ფოფხაძე
- სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
- salome.popkhadze@eu.edu.ge
ია კიწბაბაშვილი
- სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
- ia.kitsbabashvili@eu.edu.ge
ქეთევან აფციაური
- სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
- ketevan.aptsiauri@eu.edu.ge
მარიამ გუგავა
- სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
- mariam.gugava@eu.edu.ge
ქრისტინე სახოკია
-
სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
- kristina.sakhokia@eu.edu.ge