სამართლის ინსტიტუტი
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან 2015 წელს ჩამოყალიბდა სამართლის ინსტიტუტი, რომელიც გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს სამართალი და მსოფლიო.
იოსებ კელენჯერიძე - სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი
- ioseb.kelenjeridze@eu.edu.ge
- 2 000 171 (116)
ანა ილურიძე - თანაშემწე
- ana.iluridze@eu.edu.ge
- 2 000 171 (120)
ინსტიტუტის მიზნები
- საერთაშორისო თავისუფალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი აქტიური წევრობა.
- სამართლის სფეროში ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.
- ტრენინგების, კონფერენციების, ლექცია-სემინარების, სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება.
- სხვადასხვა დონის მსურველთათვის სამართლის სხვადასხვა დარგში კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
- საერთაშორისო და რეგიონალური მაშტაბით კონკურსებისა და ოლიმპიადების ჩატარება.
- შესაბამის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
- სამართლის დარგში მიმდინარე მეცნიერული და ანალიტიკური კვლევა და მოპოვებული მასალის გამოქვეყნება.
- პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ჟურნალები).
- სამართლის დარგის განვითარების ხელშეწყობა.
ინსტიტუტის საქმიანობის ფორმები
- ატარებს სემინარებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, სასწავლო კურსებს, პრეზენტაციებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის აქტივობას.
- თანამშრომლობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან.
- მონაწილეობას იღებს პროექტებსა და კონკურსებში, გამოდის პროექტებისა და კონკურსების ინიციატორად.
- ახორციელებს იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას.
- გამოდის სასამართლოში ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დასაცავად.
- ახდენს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობას სასამართლო პროცესებში.
- თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან.
- ახორციელებს უცხოეთიდან პროფესორ-მასწავლებელთა ჩამოყვანას და ორგანიზებას უწევს ევროპის უნივერსიტეტში მათ მიერ ლექციების წაკითხვას.
- გამოსცემს სამართლის დარგში სამეცნიერო ჟურნალს, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.
- თარგმნის უცხოურ სახელმძღვანელოებსა ქართულ ენაზე და გამოსცემს მათ.
- ეწევა სხვა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.