ბიზნესის ადმინისტრირება


ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა


პროგრამის ხელმძღვანელი


ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

  1. სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა ბიზნესის ძირითად ფუნქციურ მიმართულებებში (ეკონომიკა, ფინანსები, აღრიცხვა, მენეჯმენტი, მარკეტინგი), დააუფლოს ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ ინსტრუმენტებს; შესძინოს სამეწარმეო საქმიანობისა და ბიზნესის გაძღოლის უნარ-ჩვევები.
  2. გაუღრმაოს თეორიული ცოდნა და განუმტკიცოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები ბიზნესის ადმინისტრირების რომელიმე კონკრეტულ ფუნქციურ მიმართულებაში (ფინანსები/მარკეტინგი/მენეჯმენტი); განუვითაროს მენეჯერულ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მოამზადოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კომპანიებში მმართველობის სხვადასხვა რგოლში  დასაქმებისა და შესაბამისი  ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.
  3. განუმტკიცოს ზოგადი კომპეტენციები: ზეპირი და წერითი კომუნიკაციის (ქართულ და ინგლისურ ენებზე), პროექტის/მოხსენების მომზადება-წარდგენის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, მონაცემთა მოძიება-დამუშავების, ანალიზის, სინთეზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაცნობიერების, პრობლემის იდენტიფიცირების, გადაწყვეტის, კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის, შეფასების, დასაბუთების, მცირე მასშტაბიანი კვლევების ჩატარების, ჯგუფში მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვა-ორგანიზების და დროის მართვის, პასუხისმგებლობის და ორგანიზაციაში ქცევის უნარ-ჩვევები, მოქალაქეობრივი კომპეტენციები და ღირებულებები.

საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტით (საქმიანი/როლური თამაშები, ბიზნეს-სიმულაციები, სასწავლო პროექტები; ბიზნესის პრაქტიკუმი; საბაკალავრო პროექტი; პროფესიული პრაქტიკა ორგანიზაციაში) შეუწყოს ხელი სტუდენტის მიერ ცალკეული სასწავლო კურსის ფარგლებში შეძენილი ცოდნა-უნარების პრაქტიკულ სიტუაციებში გამოყენებას და საორგანიზაციო-მმართველობითი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ პრაქტიკულ ჩვევათა განმტკიცებას.

პროგრამის სტრუქტურა

ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს, მათ შორის:

სავალდებულო კომპონენტი       - 195 კრედიტი

  • თავისუფალი კომპონენტი, რომელიც ორიენტირებულია ზოგადი,  ტრანსფერული უნარების განვითარებაზე          - 24 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები -162 კრედიტი

ბაკალავრო პროექტი - 9 კრედიტი

არჩევითი კომპონენტი- 45 კრედიტი

  • ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები - 9 კრედიტი
  • არჩევითი სასწავლო კურსები / პროგრამის თავისუფალი კრედიტები - 36 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (Bachelor of Business Administration)

სწავლის ხანგრძლივობა - 8 სემესტრი

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

სწავლების  ენა - ქართული / სტუდენტს აქვს შესაძლებლობა რამდენიმე სასწავლო კურსს დაეუფლოს ინგლისურ ენაზე

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლება-სწავლის მეთოდებთან მიმართებით გამოიყენება შემდეგი აქტივობები:  

  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი
  • წიგნზე მუშაობა
  • წერითი მუშაობა
  • ახსნა–განმარტებითი
  • დისკუსია/დებატები
  • პრეზენტაცია
  • ჯგუფური მუშაობა
  • საქმიანი (როლური) თამაშები
  • ინდუქცია
  • დედუქცია
  • ანალიზი
  • სინთეზი
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
  • შემთხვევის ანალიზი (Case study)
  • გონებრივი იერიში (Brain storming)
  • დემონსტრირება
  • ქმედებაზე  ორიენტირებული სწავლება
  • აუდიო-ვიზუალური მუშაობა
  • კომუნიკაციური მუშაობა (Communicative Language Teaching)

შეფასების მეთოდები:

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა  ითვალისწინებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტს უარყოფითი შეფასების (FX) მიღების შემთხვევაში   დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაშიც თუ მან გადალახა საბოლოო დადებითი   შეფასების   მინიმალური   ზღვარი   (51   ქულა),   მაგრამ   ვერ   გადალახა   დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 30%.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:

ა) გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი (დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%);

ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას, რომელიც მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებებს.

დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი განისაზღვრება თითოეული სასწავლო კურსისთვის განმახორციელებელი პერსონალის აკადემიური თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს საერთო შეფასების 40 %-ისა (პრაქტიკისა და საბაკალავრო ნაშრომის შემთხვევაში შესაძლებელია ქულათა განსხვავებული განაწილება).

დასაქმების სფერო

იზნესის ადმინისტირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების შესაძლო სფეროა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან/და კერძო და სექტორში სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციები (საჯარო ორგანიზაციები, საწარმოო და ბიზნეს სტრუქტურები,  უცხოურქართული ერთობლივი საწარმოები). პროგრამის ფარგლებში შეძენილი დარგობრივი და ზოგადი  კომპეტენციების საფუძველზე, კურსდამთავრებულს შეუძლია: დაიკავოს სპეციალისტის ან/და სხვადასხვა რგოლის მენეჯერის პოზიცია; პრაქტიკულად განახორციელოს მენეჯმენტის, მარკეტინგის ან/და ფინანსების მიმართულებით ძირითადი პროფესიული ფუნქციები (საორგნიზაციო-მმართველობითი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო,  საინფორმაციო-ანალიტიკური) როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. კურსდამთავრებული ასევე შეძლებს  ჩაერთოს სამეწარმეო საქმიანობაში და   თავად გაუძღვეს სხვადასხვა ინდუსტრიაში მიკრო და მცირე ბიზნესს.   

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური არის - 2800 ლარი.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: