სამეცნიერო ბაზები
Sciencedirect.com - არის ვებსაიტი, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობას. ‘’ScienceDirect’’-ს მართავს ჰოლანდიური გამომცემელი ‘’ელსევიერი’’. ის 1997 წლის მარტიდან ფუნქციონირებს. იგი 12 მილიონზე მეტს მონაცემს შეიცავს და აერთიანებს 3,500 აკადემიურ ჟურნალსა და 34,000 ელექტრონული წიგნს. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ ძირითად ნაწილად: მეცნიერება და ინჟინერია, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებები, ჯანდაცვის მეცნიერებები და სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. სტატიების აბსტრაქტები თავისუფლად არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მათი სრული ტექსტების ხელმისაწვდომობა (PDF და HTML ფორმატში) მოითხოვს სააბონენტო საფასურის გადახდას.
scopus.com - არის ‘’ელსევიერის’’ აბსტრაქტული და ციტირების მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა 2004 წელს. Scopus მოიცავს დაახლოებით 36,377 წყაროს დასახელებას დაახლოებით 11,678 გამომცემლისგან, რომელთაგან 34,346 ყველაზე მოწინავე და მოთხოვნადი თემატიკისაა: სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სოციალურ მეცნიერებები , ფიზიკური მეცნიერებები და ჯანდაცვა. ''Scopus''-ი მოიცავს სამი სახის წყაროებს: სერიულ წიგნებს, ჟურნალებსა და სავაჭრო ჟურნალებს. ყველა ჟურნალი, რომელიც გაერთიანებულია ''Scopus''-ის მონაცემთა ბაზაში ყოველწლიურად მოწმდება და განიხილება მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით. Scopus იძლევა საშუალებას, რომ წყაროს ხარისხი ოთხი ტიპის საზომით შევაფასოთ. ესენია: h- ინდექსი, CiteScore, SJR და SNIP.
EBSCO-ს პაკეტის მონაცემთა ბაზები
ევროპის უნივერსიტეტი მის ყველა წევრს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ და პოპულარულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზას EBSCO - საინფორმაციო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი მსოფლიოში არსებული ყველა ბიბლიოთეკისათვის, რომელიც შეიცავს ასობით კვლევით ბაზას, ისტორიულ არქივს, სამეცნიერო რეფერენსებსა და სხვ. EBSCO-ს გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ მონაცემთა ბაზები, დაარქივებული მასალის გარდა, უახლეს რესურსებსაც გვთავაზობს. EBSCO-ს ელექტრონული ბაზების პაკეტზე - EBSCO EP Package ELITE ბაზაზე და სამართლებრივი ელექტრონული ბაზების HEINONLINE წვდომისათვის მიჰყევით ამ ბმულს. უნივერსიტეტის შენობის გარედან აღნიშნულ ბმულზე შესვლისას საიდენტიფიკაციო მონაცემები დაგჭირდებათ - იუზერისა და პაროლის მისაღებად მიმართეთ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.
Medline - ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯანდაცვის სისტემა, პრე-კლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE - ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600 ზე მეტი ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა.
Health Source : Consumer Edition + Nursing/Ac ademic Edition - გთავაზობთ 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულების და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და ა.შ. (Health Source : Consumer Edition და Nursing/Academic Edition).
Academic Search Elite - მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტების და ინდექსირებული ჟურნალებისგან. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში, შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს. Academic Search Elite, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press - ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს. საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისი ვიდეო მასალები შედეგებში გამოჩნდება. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განახლება ყოველთვიურად
ხდება. მკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა ძვირფას და მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში და ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს.
Business Source Elite - ეს რესურსი გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, ბიზნესის, მენეჯმენტის და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე, მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა, გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. მონაცემთა ბაზა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press - ის ვიდეოთეკაზე, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან მასალებს 1930 წლიდან დღემდე. ვიდეოთეკა ყოველთვიურად ახლდება.
Regional Business News - არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ და კანადის მასშტაბით. იგი ფარავს ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფია, რესტორნების ფრენჩაიზი თუ სავაჭრო ქსელი, ბიზნესის დაგეგმვა თუ პოლიტიკური თანამონაწილეობა. Regional Business News-ს კონტენტს აწვდიან ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობები The Washington Post, PR Newswire US და ა.შ. ძირითადი რესურსებია გაზეთები, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტები, პუბლიკაციების და ჟურნალების სრული ტექსტები ბოლო 20 წლის განმავლობაში.
Newspaper Source - გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR დ ა სხვა. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ სრულ ტექსტს ასობით ეროვნული (ა.შ.შ), საერთაშორისო და რეგიონული გაზეთებიდან. გარდა ამისა, ის გთავაზობთ სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტებს.
ERIC (the Education Resource Information Center) - გთავაზობთ ინფორმაციაზე წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია როგორც Current Index of Journals in Education და Resources in Education Index. მონაცემთა ბაზა შეიცავს 1.4 მილიონზე მეტ ჩანაწერს და გთავაზობთ ბმულებს 337 000-ზე მეტ სრულ ტექსტზე.
MasterFILE ELITE - სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგანი მეცნიერების, მულტიკულტურული და სხვა მრავალი სფეროში. ის ასევე შეიცავს 500-ზე მეტი წიგნის სრულ ტექსტს, 81 900 ზე მეტ პირველად დოკუმენტის წყაროს და ფოტოების კოლექციას, რომელიც 935 000 ფოტოსგან, რუქისა და დროშისგან შედგება.
HeinOnline Legal Classics - HeinOnline ფედერალური რეესტრი უზრუნველყოფს, იმ იურიდიული გაზეთის სრულ გამოქვეყნებას, რომელიც გამოქვეყნებულია ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციის მიერ.
eIFL – ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის
ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლითეკებისათვის - eIFL”-ის ელექტრონული რესურსები, რომელშიც თავმოყრილია მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული პერიოდული გამოცემები. აღნიშნული ბაზა გვაძლევს დაშვებას მხოლოდ ჟურნალების გარკვეულ სტატიებზე სრული ტექსტებით. ბაზებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უნივერისტეტის შენობებიდან.
Royal Society Journals Collection - ბიოლოგიურ მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და საინჟინრო მეცნიერებები, აგრეთვე მათი მომიჯნავე დისციპლინები. ბაზა მოიცავს Royal Society-ის ციფრულ არქივს 1665 წლიდან.
Cambridge Journals Online - ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, მათ შორის: ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნება, ასტრონომია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, დრამა და თეატრი, დედამიწისა და გარემოს დაცვა, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, ინგლისური ენის სწავლება, ფილმები, მედია, მასობრივი კომუნიკაცია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, კანონები, ლიტერატურა, მართვა, მათემატიკა, მედიცინა, მუსიკა, ფილოსოფია, ფიზიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, რელიგია, სოციოლოგია, სტატისტიკა და ალბათობის თეორია.
e-Duke Journals Scholarly Collection - ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, კრიტიკა და თეორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ფილმი და მედია კვლევები, თეატრისა და წარმოდგენის შესწავლა, გენდერული სწავლება, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევები, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია, აფრიკული კვლევები, აზიური კვლევები, ჯანმრთელობის დაცვა.
IMechE Journals - მექანიკური ინჟინერია (გამომცემლობა SAGE).
SAGE Journals ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა ტექნოლოგიები, ბიზნესი და აგრეთვე მედიცინის სფერო.
Openedition Journals - OpenEdition Freemium Journals - ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით 160 ჟურნალი, ხელმისაწვდომია HTML, PDF და ePUB-ის ფორმატით.
Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books წიგნები ფინანსთა, ეკონომიკის, ინოვაციური კვლევების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო და სოციალური მმართველობის, მიგრაციის, კვლევის მეთოდების, ინტელექტუალური საკუთრების, სამართლებრივ და სხვა კვლევათა განვითარების შესახებ. ჟურნალები ეკონომიკისა და ეკონომიკური მიმართების ინტერვენციის, ლიდერობის ინსტიტუტისა და ჰუმანიზმის შესახებ. სიახლე - კემბრიჯის საერთაშორისო სამართლის ჟურნალები.
The Company of Biologists' Journals ბიოლოგთა ჟურნალების ეს ბაზა 5 ჟურნალს აერთიანებს: Development – კვლევითი ჟურნალები განვითრების ბიოლოგიის სფეროში; Journal of Cell Science – უჯრედული ბიოლოგია; Journal of Experimental Biology – პირველადი კვლევითი ჟურნალი შედარებით ფიზიოლოგიაში; Disease Models & Mechanisms - ბიოსამედიცინო კვლევითი ჟურნალი ადამიანის დაავადებათა მექანიზმის, დიაგნოსტიკისა და თერაპიის შესახებ; Biology Open - კვლევებს ბიოლოგიურ და ბიო სამედიცინო მეცნიერებებზე აქვეყნებს.
European Respiratory Journal - კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულება - წარმოდგებილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 12.339 შეადგენს.
Mathematical Sciences Publishers Journals - მოიცავს 17 რეფერირებად ჟურნალს მათემატიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით, ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია.
ACM Digital Library - ბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, ვებსაიტები და მულტიმედია ფაილები. ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება.
საქართველოს საკანმონმდებლო მაცნე - ევროპის უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია საქართველოს საკანმონმდებლო მაცნეზე matsne.gov.ge რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალური იურიდიული ძალის მქონდე ნორმატიული აქტების სრულ მონაცემთა ბაზას.