სტომატოლოგია ინგლისურენოვანი

სტომატოლოგიის  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა     


პროგრამის ხელმძღვანელი

პროგრამის თანახელმძღვანელი


პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სტომატოლოგის მომზადება, რომელიც კვალიფიციურად გამოიყენებს კვლევით, ეთიკურ და კომუნიკაციურ უნარებს; პროფესიულად განვითარდება მუდმივად ცვალებად გარემოში.

სტომატოლოგის ინგლისურენოვანი პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობითა და სფეროს თანამედროვე მიმდინარეობების გათვალიწინებით. პროგრამის შექმნაზე მუშაობდნენ გამოცდილი სპეციალისტები, რომელთა უმეტესობა დარგობრივი ასოციაციების მმართველი და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები არიან და აქტიურად მონაწილეობენ სტომატოლოგიის დარგის განვითარების   ხელშეწყობის სფეროში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. პროგრამის ხელმძღვანელი - სოფიო სამხარაძე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. მრავალწლიან პარაქტიკულ საქმიანობასთან ერთად მას გააჩნია ოცწლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 

პროგრამის სტრუქტურა

საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა: 300 კრედიტი.

აქედან 287კრედიტი არის ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები,  ხოლო 13 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები.

1 კრედიტი მოიცავს 25 ასტრონომიულ საათს და ითვალისწინებს საკონ­ტაქტო და და­მოუკიდებელ მუშაობას. სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უნდა დაძლიოს 30 კრედიტი, ხოლო წელიწადში - 60 კრედიტი, თუმცა, პროგრამის სპეციფიკიდან და სტუ­დენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

სწავლების ენა: ინგლისური                 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგი / Doctor of Dental Medicine (DMD)

სწავლის ხანგრძლივობა: 5 წელი (10 სემესტრი)

პროგრამის მოცულობა: 300 კრედიტი

სწავლება-სწავლის  მეთოდები და აქტივობები: პროგრამაზე სწავლება-სწავლა ხორციელდება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება-სწავლის მეთოდებითა და აქტივობებით, რაც გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლის პროცესში.

საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენება სწავლება-სწავლის შემდეგი მეთოდები და აქტივობები: ინტერაქტიული ლექციები, სემინარი/ჯგუფური (გუნდური) მუშაობა, ლაბორატორიული მუშაობა,სიმულაციურ კლასებში მეცადინეობა სიმულატორების და მანეკენების გამოყენებით, პრაქტიკული მუშაობა კლინიკური პრაქტიკა / სწავლება ავადმყოფის საწოლთან, კლერკშიფი,დისკუსია,დებატები, ზეპირი მოხსენება , პრეზენტაცია, PBL - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, CBL - კლინიკურ შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, სამეცნიერო კვლევაში ჩართვა

შეფასების ფორმებია: ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, დისკუსიაში მონაწილეობა, ქეისის განხილვა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა და სხვ;

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა  ითვალისწინებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტს უარყოფითი შეფასების (FX) მიღების შემთხვევაში   დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.

დასაქმების სფერო

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო სამედიცინო პროგრამის კურსდამთავრებულს არ აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება, თუმცა მათ შეუძლიათ დასაქმდნენ უმცროსი ექიმის პოზიციაზე და შეასრულონ ექიმის მოვალეობები დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის ზედამხედველობის ქვეშ. (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 5). უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე კურსდამთავრებულს უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) გააგრძელოს სწავლა დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე (რეზიდენტურა) და მისი დასრულების შემდეგ მოიპოვოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი  სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ; ბ) გააგრძელოს მოღვაწეობა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ასევე აკადემიური  მიმართულებებით, მედიცინის თეორიულ, ან ჯანდაცვის ნებისმიერ ნაწილში, რომელიც არ არის დაკავშირებული დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობასთან.  (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 17).

პროგრამაზე სწავლის საფასური არის - 11 200 ლარი 

გააზიარე გვერდი: