სტუდენტური ცხოვრება

სპორტული და კულტურული ცხოვრება

ჩვენთან მოწყენის დრო არ არის! არ დამალოთ ნიჭი და ერთად დავტკბეთ წარმატებით.

  • თქვენთან ერთად ვქმნით სპორტულ და კულტურულ გუნდებს; (სპორტი, მუსიკა, ხელოვნება და სხვა)
  • უნივერსიტეტის კულტურული გუნდების მონაწილეობით ვაწყობთ Graduation, Welcome და  New Year წვეულებებს; ასევე, ექსკურსიებს, სხვადასხვა ეროვნულ და თემატურ ღონისძიებებს, საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს;
  • ვზრუნავთ  საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური გარემოს შექმნაზე.

ევროპის  უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი სპორტული, კულტურული შემეცნებითი და ინტელექტუალური გუნდები/კლუბები:

  • EU ფრენბურთის გოგონათა გუნდი;
  • EU ქორეოგრაფიული ანსამბლი;
  • POP პოპ კლუბი;
  • ლივინგსტონი - მკითხველთა კლუბი, რომელიც ლიტერატურული ნაწარმოებების მხატვრულ ოდისეაში მოგზაურობას გპირდებათ;
  • ფოტოგრაფიის კლუბი - მიზნად ისახავს ფოტოგრაფიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის თვითგამოხატვისა და განვითარების სივრცის შექმნას, საერთაშორისო სტუდენტებისათვის კი შესაძლებლობას, რომ ფოტოგრაფიის კლუბთან ერთად გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს;
  • VET Eudora – ვეტერინარ სტუდენტთა კლუბის მიზანია საზოგადოებაში ცხოველთა მიმართ მზრუნველობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • EU CYBERSPORT  კლუბი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის 21-ე საუკუნის ახალი გამოწვევის - კიბერ სამყაროს, როგორც სპორტის გაცნობასა და პოპულარიზაციას;
  • EU მეთევზეთა კლუბი - ევროპის უნივერსიტეტი პირველა, სადაც მეთევზეთა კლუბი შეიქმნა. მეთევზეთა კლუბი ემიჯნება ბრაკონიერობას და მხოლოდ კანონიერ თევზაობას ეწევა;
  • EU კალათბურთის კლუბი - კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის წახალისება ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის;
  • სტუდენთა თეატრალური კლუბი - რომლის მიზანს თეატრალური ცნობიერების ამაღლება, საინტერესო სპექტაკლების  დადგმა და სტუდენტებისთვის თეატრის შეყვარება წარმოადგენს;
  • ხელოვნების კლუბი - რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების შემოქმედებით განვითარებას, ინტერესების აღმოჩენასა და ცოდნის გაზიარებას ხელოვნების სფეროში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ხელოვნების კულტურა და ნაკეთობების შექმნა;
  • Tennis Beasts - მაგიდის ჩოგბურთის კლუბის მიზანს წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის სპორტის ამ სახეობის ცოდნისა და უნარების გაზიარება და ჩემპიონატების ორგანიზება;
  • სამართლის კლუბი - სამართლის კლუბი სტუდენტებს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, ინტეგრაციაში და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, რაც  საჯარო ლექციებს, იმიტირებულ პროცესებსა და გასვლით ღონისძიებების ორგანიზებას გულისხმობს;
  • მოლაშქრეთა კლუბი - კლუბის მიზანს წარმოადგენს შემეცნებითი აქტივობები, საქართველოს ტერიტორიების შეცნობა და სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია;
  • Arm wrestling- მკლავჭიდით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ და ივარჯიშონ მკლავჭიდის, როგორც სპოტისთვის შესაბამის პირობებში და იასპარეზონ შიდა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში;
  • Cinephile Circle - წარმოადგენს კინომოყვარულთა კლუბს, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ჟანრის ფილმების ჩვენება, განხილვა და ბლოგების მომზადება;
  • EU ცეკვის კლუბი - კლუბის მიზანია ევროპის უნივერსიტეტში არსებულ მულტიკულტურულ გარემოში სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის ქორეოგრაფიული კულტურა და გამოცდილება;
  • ანიმე კლუბი - კლუბის მიზანია ანიმეს მოყვარულთა გაერთიანება საუნივერსიტეტო სივრცეში, განხილვები, დისკუსია-დებატები და დაინტერესებული სტუდენტებისთვის ანიმეს მიმდინარეობის გაცნობა;
  • ჭადრაკის კლუბი - მიზანია მოჭადრაკეთათვის ტურნირებისთვის მზადებისა და ჩემპიონატებზე გასვლის ხელშეწყობა, ასევე ყველა ჭადრაკით დაინტერესბეული სტუდენტისთვის, მათი მხრიდან ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება;
  • ძალოსნობის კლუბი - რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას სტუდენტებისთვის;
  • კრიკეტის კლუბი - კრიკეტის კლუბის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებში სპორტული ცხოვრების წახალისება და კრიკეტის, როგორც  სპორტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ცოდნისა და თამაშის ტექნიკის გაზიარების გზით;

სტუდენტური თვითმმართველობა

გააზიარე გვერდი:

Hello World!