აკადემიური კალენდარი
2023-2024 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
მედიცინის ფაკულტეტი
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი)
საგანმანათლებლო პროგრამების (24 ივლისის ნაკადი) სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების აკადემიური კალენდარი და აკადემიური და ადმინიტრაციული რეგისტრაციის ვადები:
- ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 10 ივლისი;
- აკადემიური რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 12 - 17 ივლისი.

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი) და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების (25 სექტემბრის ნაკადი) სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების აკადემიური კალენდარი და აკადემიური და ადმინიტრაციული რეგისტრაციის ვადები:
- ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 4 სექტემბერი;
- აკადემიური რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 14 - 18 სექტემბერი.
- ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების პირველკურსელი სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს მიმდინარე წლის 14-20 სექტემბერი.

სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი
შპს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის (ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამების 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრების აკადემიური კალენდარი:
- ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 14 სექტემბერი;
- აკადემიური რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 18 - 23 სექტემბერი.

შპს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრების აკადემიური კალენდარი:
- აკადემიური რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 5 - 8 ოქტომბერი.

უქმე დღეები
- 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
- 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
- 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
- 3 მარტი – დედის დღე;
- 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
- 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
- 3 მაისი - დიდი პარასკევი ;
- 4 მაისი - დიდი შაბათი;
- 5 მაისი - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე;
- 6 მაისი - მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი;
- 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
- 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
- 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
- 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
- 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
- 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.