სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი

გვანცა ჯიჩოშვილი - სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი


ევროპის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი, რომლის საქმიანობის მიზანია უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალისა და სტუდენტებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი:

  • ეხმარება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროგრამების მოძიებაში და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მომზადებაში;
  • ეხმარება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ჩაერთონ ადგილ ბრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით ღონი ძიებებში;
  • ახორციელებს უცხოეთიდან მეცნიერ-მკვლევართა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩამოყვანას და ორგანიზებას უწევს ევროპის უნივერსიტეტში მათ მიერ სემინარებზე მოხსენებებისა და ლექციების წაკითხვას;
  • თანამშრომლობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთანსახელისუფლებო სტრუქტურებთანსაერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
  • თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
  • უზრუნველყოფს აკადემიური კეთილსინდისიერების მხარდაჭერასაკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის გამოვლენასმასზე რეაგირებასა და პრევენციას;
  • ეწევა სხვა სასწავლოსაკონსულტაციო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასრომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყბის ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები

2019-2020 აკადემიური წლის დასასრულს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელდა აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის შეფასება, რომლის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა აკადემიური და მოწვეული პერსონალის კვლევითი ინტერესები და მიმართულებები. გამოკვეთილი ინტერესებისა და მიმართულებების გათვალისწინებით შეიქმნა კვლევითი საგრანტო პროგრამებისა და ინდივიდუალური კვლევითი გრანტების ბაზა, ინფორმაცია რომელთა შესახებ სისტემატიურად მიეწოდება აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს.

2019-2020 აკადემიური წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების კონკურსში ევროპის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პროექტებმა:

  • ჯინის და ტეილის ინდექსები და საქართველოსმოსახლეობის ეკონომიკური  სტრუქტურისმოდელისაგება პარეტოსა და ლოგნორმალური განაწილებების საშუალებით (სარეგისტრაციო შიფრიFR-19-16766)
  • ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაცია საქართველოში, შედარებითი ანალიზი და სასამართლო პრაქტიკა (სარეგისტრაციო შიფრი FR-19-029).   

2019-2020 აკადემიურ წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში შევიდა პროექტი

  • საერთაშორისო სამართალი ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის პრინციპის შესახებ: თეორია და პრაქტიკა საქართველოს მაგალითზე“ (სარეგისტრაციო შიფრი YS-19-502)

2019 წლის 19 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.

https://eu.edu.ge/ge/news/1017-2019-clis-19-aprils-evropis-universitetshi-sametsniero-kvleviti-sakmianobis-khelshecqobis


2019 წლის 19 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ბიომედიცინის სფეროში და ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ ამ მიმართულებებით
https://eu.edu.ge/ge/news/1018-2019-clis-19-aprils-evropis-universitetsa-da-ivane-beritashvilis-eksperimentuli


ევროპის უნივერსიტეტში  ფართო წრეებს გააცნეს პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე  რეაგირების პროცედურები და მექანიზმებიდოკუმენტი, რომელის  მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის  შინაგანი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას,   მაღალი აკადემიური სტანდარტების დანერგვისათვის ქცევის ნორმების რეგულირებასა და პასუხისმგებლობის ფორმების დამკვიდრებასმოეწყო პლაგიასტის კვირეული და სტუდენტური კონკურსი.

https://eu.edu.ge/ge/news/1025-evropis-universitetis-sametsniero-kvleviti-sakmianobis-khelshecqobis-tsentrma-plagiattan


2019 წლის 3 მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ევროპის უნივერსიტეტს ეწვია; შეხვედრა მიზნად ისახავდა, განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას.

ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა რუსთაველის ფონდის ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, ინიციატივებსა და მიმდინარე წელს განსახორციელებელ გეგმებზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსის შესახებ.

https://eu.edu.ge/ge/news/1028-shota-rustavelis-sakartvelos-erovnuli-sametsniero-pondis-generaluri-direktori-zviad


შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობის შედეგად ევროპის უნივერსიტეტს მიეცა შესაძლებლობა იყოს მომხმარებელი მსოფლიოში ავროტიზებულ სამეცნიერო ბაზა Elsevier-ის შემდეგ ბაზებზე :

  • Scopus
  • Science Direct
  • Scival Funding(Funding Institutional)

https://eu.edu.ge/ge/news/1028-shota-rustavelis-sakartvelos-erovnuli-sametsniero-pondis-generaluri-direktori-zviad


2019 წლის 23 მაისს  პროფესორმა ცისანა გიორგაძემ და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი უფროსმა ლოლიტა შენგელიამ,  მედიცინის ფაკულტეტის  კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე მასტერკლასი ჩაატარეს თემაზე ,,როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“. https://eu.edu.ge/ge/news/1100-evropis-universitetis-samartlis-humanitarul-da-sotsialuri-metsnierebebis-pakultetis


 2019 წლის 28 მაისსიგივე თემაზე მასტერ კლასი  ჩაატარა პროეფსორმა თათული დილიძემ, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ქართულ ენაზეhttps://eu.edu.ge/ge/news/1095-master-class-registered-students-how-prepare-research-paper-was-conducted-may-23-it-was


1 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისhttps://eu.edu.ge/ge/news/1113-samartlis-humanitarul-da-sotsialur-metsnierebata-pakultetis-qovelcliuri-studenturi  და  ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ყოველწლიური მე-5 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა https://eu.edu.ge/ge/news/1116-evropis-universitetshi-biznesisa-da-teknologiebis-pakultetis-qovelcliuri-me-5-studenturi


2019 წლის 3 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ყოველწლიური მე-6 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართაhttps://eu.edu.ge/ge/news/1117-evropis-universitetshi-meditsinis-pakultetis-qovelcliuri-me-6-studenturi-sametsniero


2019 წლის 15 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტმა, სასტუმრო-კომპლექს ბაზალეთში, მეხუთე სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა.
კონფერენციაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

https://eu.edu.ge/ge/news/1141-evropis-universitetma-sastumro-kompleks-bazaletshi-mekhute-studenturi-saertashoriso


2019 წლის 21 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა გამოაცხადა  ერთწლიანი კვლევითი საგრანტო პროექტების კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის

https://eu.edu.ge/ge/news/1146-kvleviti-sagranto-proektebis-konkursi-meditsinis-apilirebuli-akademiuri-personalistvis


2019 წლის 28 ივნისსჟურნალის Medical Student მთავარი რედაქტორისა და 3 რედაქტორის შესარჩევად ამოცხადდა კონკურსი და  რექტორის ბრძანებით შეიქმნა შესაბამისი კომისია https://eu.edu.ge/ge/news/1164-contest-positions-editors-journal-medical-student


2019 წლის 9 ივლის გამოცხადდა მთავარი რედაქტორისა და 3 რედაქტორის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსი პირველი ეტაპის შედეგები. მეორე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი სტუდენტები:

  • Sarabu Venkata Naga Meghana
  • Nikhil Kumar
  • Syed Yaseen Ahmed
  • Sanjay Kumar Pandey

https://eu.edu.ge/ge/news/1175-results-1st-round-contest-positions-editors-journal-medical-student?fbclid=IwAR2AZgQwp4a0y7lebfylH4Uidw_Q9vbUCIoPFfJCsCc3cOmSXu1EzyAQZUs

გააზიარე გვერდი: