საერთაშორისო პროექტები
მიმდინარე პროექტები
ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს მოდული - „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი” (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) სამ ზამთრის სკოლას მოიცავს. მოდულის მიზანია საქართველოს სტუდენტებში, მოსწავლეებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება და დისკუსიის წახალისება. მოდული სამი ძირითადი აქტივობათა ჯგუფისგან შედგება.
1. ზამთრის სკოლის ჩატარება.
ზამთრის სკოლის მონაწილეები ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებისგან ინტერაქციულ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხების, საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკისა და ევროპეიზაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ. სალექციო პროცესში ერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და დარგის გამორჩეული პრაქტიკოსი სპეციალისტები.
2. კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნება.
მოდულის აკადემიური გუნდი ამზადებს და გამოაქვეყნებს დაახლოებით 20-გვერდიან კვლევას შემდეგი საკვლევი კითხვით: რატომ და როგორ არის ევროპეიზაცია საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი? ევროპის უნივერსიტეტი აღნიშნული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გამართავს საჯარო პრეზენტაციას.
3. საჯარო დისკუსიების გამართვა.
ევროპის უნივერსიტეტი გამართავს საჯარო დისკუსიებს სტუდენტების, აკადემიური პერსონალის და ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით. 2021 წლის დისკუსიები დაეთმო ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ასპექტებს. 2022 წლის დაეთმობა - სექტორულ ნაწილებს, 2023 წლის კი - საქართველოს საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას და ურთიერთობებს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს.
ახლადდამტკიცებული პროექტები:
ახლადდამტკიცებული ნელი ტურიზმის მენეჯმენტის EMDM პროექტის (STM; ERASMUS-EDU-2022-EMJM-DESIGN) მთავარი მიზანია სამაგისტრო დონეზე ინტეგრირებული ტრანსნაციონალური სასწავლო პროგრამის შემუშავება. პროექტის საერთაშორისო კონსორციუმი მოიცავს 6 ქვეყნის 7 უნივერსიტეტს. უშუალოდ სასწავლო პროგრამის განხორციელება სემესტრულად მოხდება სამ უნივერსიტეტში, რომელთაგაც ერთი ევროპის უნივერსიტეტია, დანარჩენი ორი კი თავად პროექტის ხელმძღვანელი, ბიზნესის უმაღლესი სკოლა ვროცლავში (პოლონეთი) და პანონიას უნივერსიტეტი (უნგრეთი). დანარჩენი 4 უნივერსიტეტი კი პროექტში ჩართულია, როგორც აკადემიური ასოცირებული პარტნიორი (ჯიჰლავას პოლიტექნიკური კოლეჯი, VSPJ - ჩეხეთი; ალანიის უნივერსიტეტი, HEP - თურქეთი; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, BSU – საქართველო; ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი, BEU – აზერბაიჯანი) და ისინი უზრუნველჰყოფენ პროგრამის ინტერნაციონალიზაციის ისეთ აქტივობებს, როგორიცაა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა, სტაჟირების ადგილების შეთავაზება, საზაფხულო სკოლების და სასწავლო ტურების ორგანიზება და სხვა.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მისი მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გახდება ხელმისაწვდომი.
ევროკავშირის დაფინანსებით, ევროპის უნივერსიტეტი განახორციელებს პროექტს „სამედიცინო ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO, ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479), რომელიც საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა: საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და სხვა.
პროექტი საერთაშორისო ხასიათისაა და ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით გულისხმობს როგორც საზღვარგარეთის, ისე ადგილობრივი უნივერსიტეტების თანამშრომლობას. კერძოდ, კონსორციუმი შედგება 3 ქვეყნის 5 უნივერსიტეტისგან. ესენია: ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო); შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო); ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ესტონეთი); ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ლატვია).
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მისი მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გახდება ხელმისაწვდომი.
დასრულებული პროექტები:
2022 წლის 1 ივნისს წარმატებით დასრულებულ პროექტს, სახელწოდებით „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ სკოლებში”, მოკლედ მოკლედ EU-GS, (620893-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT) ჰწქონდა ამბიციური მიზანი, დახმარებოდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე ქვეყნის საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით.
EU-GS კვლევითი ჯგუფის მიერ სამაგიდო და საველე კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი შესაბამისი რეკომენდაციებით, რომელთა საფუძველზეც პროექტის ანალიტიკურმა გუნდმა შემდგომ შექმნა მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის განკუთვნილი ტრენინგ სახელმძღვანელო.
პოლიტიკის დოკუმენტის მიზანი გახლდათ საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით განათლების ექსპერტების, სკოლის დირექტორების, განათლების სამინისტროსა და სხვა რელევანტურ ადგილობრივ თუ საერთაშორისო აქტორთა შორის კრიტიკული განსჯის წახალისება, ისევე როგორც რეკომენდაციების გაცემა. რაც შეეხება სასწავლო სახელმძღვანელოს, ის მიზნად ისახავდა საქართველოს საშუალო სკოლებში სწავლა–სწავლების პროცესთან მიმართებით ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებზე დისკუსიისა და პრაქტიკული მუშაობის სტიმულირებას, რაც პროექტის ფარგლებშივე უზრუნველყოფილ იქნა დირექტორ-მასწავლებლებისთვის გამართული ტრენინგებისა და მოსწავლეებისთვის ჩატარებული ონლაინ სემინარების სახით.
ზემოაღნიშნულის გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შედეგების გავრცელებასა თუ საჯარო ჩართულობაზე ორიენტირებული მრავალრიცხოვანი აქტივობებით პროექტმა უზრუნველჰყო ევროკავშირის ხილვადობა, როგორც აქტორის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სკოლებში დემოკრატიული ღირებულებებისა თუ მაღალი [ევროპული] სტანდარტების განვითარებასა და საერთო პროგრესს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ პროექტის ვებ.გვერდს www.eu-gs.ge