სამართალი

სამართლის საბაკალავრო პროგრამა


პროგრამის ხელმძღვანელი

პროგრამის თანახელმძღვანელი


სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებია:

მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური იურისტი, რომელსაც ექნება   ეროვნული სამართლის ფართო, ხოლო საჯარო, კერძო, სისხლის ან საერთაშორისო სამართლის სიღრმისეული ცოდნა;

მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც მიღებული ცოდნის საფუძველზე ექნება სამართლებრივი პრობლემის იდენტიფიცირების,  გადაჭრის,შეფასების, მსჯელობის, დასაბუთების, სამართლებრივი დოკუმენტების წარმოების, სამართლის წყაროების (სამეცნიერო პუბლიკაციები, საკანონმდებლო ცვლილებები, სასამართლო  გადაწყვეტილებები)  მოძიების  და იურისპრუდენციაში არსებული სიახლეების მიდევნების, დამუშავების და დასაბუთებული პოზიციის წერილობითი და ზეპირი ფორმით გადმოცემის უნარი;

ასევე, მოამზადოს პროფესიული და ეთიკური ღირებულებების მქონე, სოციალური პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი სპეციალისტი.

პროგრამის სტრუქტურა

 

ზოგადი სავალდებულო სასწავლო კურსები

სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები               

სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსი

სპეციალობის არჩევითი ბლოკი

თავისუფალი კრედიტები

29 კრედიტი

147 კრედიტი

4 კრედიტი

38 კრედიტი

22 კრედიტი

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამართლის ბაკალავრი (Bachelor of Laws)

სწავლის ხანგრძლივობა - 8 სემესტრი

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

სწავლების  ენა - ქართული

სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე გამოიყენება სწავლების შემდეგი მეთოდები:

  • ახსნა-განმარტება
  • დემონსტრირება
  • შემთხვევის შესწავლა (Case Study)/კაზუსის ანალიზი
  • სოკრატისეული მეთოდი
  • გონებრივი იერიში (Brain Storming) 
  • შედარებითი ანალიზი
  • ნორმის ანალიზი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
  • ევრისტიკული მეთოდი
  • ჯგუფური მუშაობა
  • დისკუსია
  • ლიტერატურაზე მუშაობა
  • წერითი მუშაობა
  • როლური თამაში/იმიტირებული პროცესი
  • პრეზენტაცია/რეფერატი

შეფასების მეთოდები:

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა  ითვალისწინებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკ¬მა¬რისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტს უარყოფითი შეფასების (FX) მიღების შემთხვევაში   დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაშიც თუ მან გადალახა საბოლოო დადებითი   შეფასების   მინიმალური   ზღვარი   (51   ქულა),   მაგრამ   ვერ   გადალახა   დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 30%.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:

  • გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი (დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%);
  • მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას, რომელიც მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებებს.

დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი განისაზღვრება თითოეული სასწავლო კურსისთვის განმახორციელებელი პერსონალის აკადემიური თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს საერთო შეფასების 40 %-ისა (პრაქტიკისა და საბაკალავრო ნაშრომის შემთხვევაში შესაძლებელია ქულათა განსხვავებული განაწილება).

დასაქმების სფერო

სამართლის  საბაკალავრო  პროგრამის  კურსდამთავრებულს  შეუძლია  იმუშაოს  სახელმწიფო  ან კერძო სექტორში ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და კანონი არ ითხოვს სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას. დასაქმების პოტენციური სექტორებია სამინისტროები, საქართველოს პარლამენტი, საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პროფილის კერძო კომპანიები და ორგანიზაციები, კერძო საადვოკატო ბიუროები, იურიდიული კომპანიები და ა.შ.

პროგრამაზე მიღება

სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური არის - 2900 ლარი.


მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: