ხშირად დასმული კითხვები

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ხშირად დასმული კითხვები

 

 

როდის და როგორ გავიარო ადმინისტრაციული რეგისტრაცია და შემიძლია თუ არა რეგისტრაციის გავლა დადგენილი ვადის შემდეგ?
  • სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ, სტუდენტი ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც დადგენილ ვადაში განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენას და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებას გულისხმობს. ყოველი სემესტრის დასაწყისში, სტუდენტი ვალდებულია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ ბაზის საშუალებით, აირჩიოს სასწავლო კურსები სემესტრის დაწყებამდე. სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, სტუდენტი უფლებამოსილია წერილობითი განცხადებით მიმართოს უნივერსიტეტს არჩეულ კურსებში ცვლილების განსახორციელებლად. ამისათვის დადგენილ ვადაში უნდა დაწეროთ განცხადება რექტორის სახელზე და დაურთოთ სავალდებულო საბუთები. ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, სტუდენტი უფლებამოსილია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, თუმცა, მხოლოდ იმ სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებას შეძლებს, რომელიც გახსნილია მიმდინარე სემესტრში.

 

რას ნიშნავს აკრედიტებული პროგრამა?
  • აკრედიტაცია ადგენს ხარისხის ნიშნულს, რომლის მიხედვითაც ფასდება საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის დონე. პროგრამების აკრედიტაციის საფუძველზე გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი (უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე), რეგულირებადი პროგრამების შემთხვევაში (მაგ. მედიცინა, სამართალი) უნივერსიტეტს ეძლევა ამ ტიპის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება.

 

რა არის სილაბუსი?
  • სილაბუსი  არის სასწავლო კურსის პროგრამა, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

 

რა არის კრედიტი?
  • კრედიტი არის  ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტებისთვის საჭირო  სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.

 

 

რამდენი კრედიტის არჩევის საშუალება მაქვს ერთი წლის განმავლობაში?
  • აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა, მათ შორის დასვენების პერიოდი, რაც არ აღემატება 12 უწყვეტ კალენდარულ თვეს. ევროპის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის  სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს. 

 

რამდენქულიანია შეფასების სისტემა?
  • სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

  • დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების/შეფასებების მინიმალური ზღვრის გადალახვისა  და დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვრის დაკმაყოფილების საფუძველზე მიღებული ქულების დაჯამებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულა. დასკვნითი გამოცდის დამატებით გამოცდაზე სტუდენტს გასვლის უფლება აქვს, თუ სტუდენტს უგროვდება მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის მიმართ. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
  • დაწესებულებაში შეფასების ფორმებია: შუალედური შეფასება და დასკვნითი შეფასება. სტუდენტის დადებითი შეფასება განისაზღვრება შუალედური შეფასებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვრის და დასკვნით გამოცდაში დადგენილი მინიმალური ზღვრის გადალახვის საფუძველზე მიღებული ქულების დაჯამებით, რომელიც უნდა შეადგენდეს 51 ქულას ან მეტს. ევროპის უნივერსიტეტი შუალედური შეფასებისთვის განსაზღვრავს მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს 30%- 50%-ის ოდენობით,  ხოლო დასკვნითი გამოცდის შემთხვევაში 30%-50 %+ 1 ქულა. დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები კონკრეტდება თითოეული სასწავლო კურსის სილაბუსში.

 

რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს შუალედური ან დასკვნითი გამოცდის აღდგენის უფლება?
  • საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტს. ავადმყოფობის შემთხვევაში სტუდენტმა განცხადებას თან უნდა დაურთოს შესაბამისი დოკუმენტი.

 

როგორ მოვიპოვოთ ევროპის უნივერსიტეტის სტიპენდია?
  • სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ, რისთვისაც სტუდენტის მიმდინარე სემესტრში თითოეული სასწავლო კურსის შეფასება უნდა შეადგენდეს (A) ფრიადი –91-100 ქულა; დამატებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში სტუდენტი კარგავს სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობას.

 

რა ხდება სწავლის საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში?
  • სწავლის საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი. ამ პერიოდში სტუდენტის სწავლის შედეგები (მიღებული შეფასება) არ აისახება უწყისში.

 

მომიწევს თუ არა რაიმე დამატებითი თანხის გადახდა გამოცდის გადაბარებისთვის?
  • დამატებით გამოცდაზე სტუდენტს თანხის გადახდა არ უწევს.
  • დამატებით გამოცდაზე სტუდენტს ერთხელ გასვლის უფლება აქვს  (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულის მიღების შემთხვევაში.

 

რა არის პრერეკვიზიტი?
  • პრერეკვიზიტი არის სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა.

 

რა შემთხვევაში მეთვლება საგანი ჩავარდნილად?
  • სტუდენტის დადებითი შეფასება განისაზღვრება შუალედური შეფასებისთვის დადგენილი მინიმალური  ზღვრის და დასკვნით გამოცდაში დადგენილი მინიმალური ზღვრის გადალახვის საფუძველზე მიღებული ქულების დაჯამებით, რომელიც უნდა შეადგენდეს 51 ქულას ან მეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს საგანი ეთვლება ჩავარდნილად.
 
რის საფუძველზე შეიძლება შემიჩერდეს სტუდენტის სტატუსი?
  • პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე).
  • უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა.
  • რსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
  • სტუდენტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების (სწავლის საფასურის გადაუხდელობა) დარღვევა.
  •  ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა.

სტუდენტის სტატუსის შეჩერებად მიიჩნევა უნივერსიტეტსა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდში სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეჩერებულია; სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, უნივერსიტეტი და სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე.

 

რა განსხვავებაა სტუდენტის სტასუსის შეჩერებასა და შეწყვეტას შორის?
  • სტუდენტს სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში უფლება აქვს მიმართოს უნივერსიტეტს და აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი. სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდში სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეჩერებულია; სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, უნივერსიტეტი და სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

რა შემთხვევაში ხდება სტუდენტის სტატუსის აღდგენა და რა ვადებში?
  • სტატუსშეჩერებული სტუდენტი უფლებამოსილია საკუთარი განცხადების საფუძველზე ან/და სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი. სტატუსის აღდგენის ხდება განცხადების დაწერის დღიდან  3 დღის ვადაში  იმ გარემოების აღმოფხვრის შემდეგ, რამაც გამოიწვია სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
 
სტატუსის შეჩერების შემთხვევაში ენახება თუ არა სტუდენტს სწავლის საფასური?
  • სწავლის საფასური ენახება შემდეგ სასწავლო სემესტრზე/წელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა უნივერსიტეტს მიმართა განცხადებით სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა.

 

ვინ შეიძლება დამიფინანსოს სწავლა?
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. აღნიშნული წესი მტკიცდება ყოველწლიურად და შესაბამისი სასწავლო წლისათვის განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ მოცულობებს, ოდენობებსა და პროგრამულ დაფინანსებას.

 

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: