სტატუსის მოპოვება

ევროპის უნივერსიტეტში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, უნივერსიტეტი სთავაზობს დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვან საგანმანათებლო პროგრამებს:

 

დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
  • სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი
  • სწავლების ენა: ინგლისური
  • სწავლების საფასური:  5000 აშშ დოლარი წელიწადში

 

დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათებლო პროგრამა
  • სწავლების ხანგრძლივობა: 5 წელი
  • სწავლების ენა: ინგლისური
  • სწავლების საფასური:  3500 აშშ დოლარი წელიწადში

 საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე აპლიკანტთან ტარდება გასაუბრება ინგლისურ ენაში.  

 

სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები
  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი
  • უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების

      დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი

  • ფოტო სურათი 3X4

 

როგორ ხდება განაცხადის შეტანა?

შეავსეთ ევროპის უნივერიტეტის სააპლიკაციო ფორმა, რომელიც შეიცავს შევსების შესახებ დეტალურ და ეტაპობრივ ინსტრუქციას. განაცხადის შევსების შემდეგ უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების მენეჯერის მიერ ხდება დოკუმენტების განხილვა და კომისიის მიერ ონლაინ გასაუბრების ჩატარება, აპლიკანტის პროგრამაზე დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილების დადგენის მიზნით. შემდეგი ეტაპია წარმატებული კანდიდატების დოკუმენტების წარდგენა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების მიზნით და შემდგომ დოკუმენტების გაგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით.

სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ აპლიკანტთან ფორმდება  ხელშეკრულება, რის შემდეგაც აპლიკანტი იხდის სწავლის საფასურს.  

სრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ ხდება აპლიკანტის ჩარიცხვა ევროპის უნივერსიტეტში და სავიზო დოკუმენტაციის გაცემა.

კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: admissions@eu.edu.ge

 

სავიზო რეგულაციები

სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებსაიტს.

გააზიარე გვერდი: