სიახლეები - სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრი
"ევროპის უნივერსიტეტის“ სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, ახალი ტრენინგ მოდული შემუშავდა
"ევროპის უნივერსიტეტის“ სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, ახალი ტრენინგ მოდული სახელწოდებით “სასწავლო კურსები შერეული სწავლების ფორმატში“ შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ტრენინგ ცენტრის ფარგლებში ტარდება აკადემიური და მოწვეული პერსონალის საჭიროებების კვლევა, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ შეაფასონ განვლილი ტრენინგები და დაასახელონ სამომავლო ინტერესები სწავლა-სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ტრენინგი სწორედ პერსონალის მიერ დასახელებული საჭიროებების იდენტიფიცირების საფუძველზე შემუშავდა.
ტრენინგები აქტიურად უტარდებათ „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს.
დისტანციური სწავლების პლატფორმების დანერგვა:
ინოვაციური სწავლების ტრენინგ ცენტრის ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო გლობალური პანდემიის დროს, როცა უნივერსიტეტი უმოკლეს ვადებში სრულად ადაპტირდა სწავლების დისტანციურ მოდელზე.
ინოვაციური ცენტრის ტრენერებმა ინტენსიურ რეჟიმში გადაამზადეს 300-მდე აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ასევე, ტრენინგები ჩაუტარდათ ადმინისტრაციულ პერსონალს, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს, სასწავლო და საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს.
დისტანციურ სწავლებაზე სწაფად ადაპტაციისა და ციფრული რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, ინოვაციური ცენტრის მიერ ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს შემდეგი ტრენინგ მოდულები:
- დისტანციური სწავლების ინტერაქციული მეთოდები;
- Moodle-ის პლათფორმის მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენება;
- დისტანციურ პლათფორმებზე შეფასებისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდები;
- Zoom-ის პლათფირმის მულტიფუნქციური გამოყენება;
- საგამოცდო პროცესისთვის სანდო გარემოს უზრუნველყოფა დისტანციურ რეჟიმში;
აკადემიური და მოწვეული პერსონალის და სტუდენტების უზრუნველყოფა ვიდეო გზამკვლევებით:
ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული პერსონალისა და სტუდენტების მიერ დისტანციური სწავლების პლათფორმაზე სწრაფად ადაპტაციისა და ციფრული რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნა მათთვის თემატური ვიდეო ტუტორიალების მომზადება, რომლებიც განთავსებულია ევროპის უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების პლათფორმაზე.
- Moodle-ის პლათფორმაზე შეფასებისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენების დეტალური ინსტრუქცია.
- Zoom -ის ვიდეო ჩანაწერის გაკეთებისა და დისტაციური სწავლების პლათფორმზე ატვირთვის ინსტრუქცია;
- ვიდეო ჩანაწერების უსაფრთოების უზრუნველყოფა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით.
„სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა“:
სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის მიერ, შემოდგომის სემესტრის დასაწყისში, გადამზადდა ყველა, ახალი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი ტრენინგ მოდულში, სახელწოდებით „სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა“. აღნიშნული მოდულის მიზანია ტრენინგის მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსის ეფექტიანი დაგეგმვის პროცესში, მონაწილეებისთვის თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, ზოგადი და საუნივერსიტეტო აკრედიტაციის სტანდარტების გაცნობა, სასწავლო კურსის მიზნების, შედეგების, შინაარსისა და მეთოდების სილაბუსში სწორად განსაზღვრის დემონსტრირება და მონაწილეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება.
აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები უმაღლეს განათლებაში:
გაცნობებთ, რომ ევროპის უნივესრიტეტის ინიციატივით და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით, შეიქმნა ტრენინგ მოდული სახელწოდებით „აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები უმაღლეს განათლებაში“. ტრენინგების მიზანია აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, უნივერსიტეტში პლაგიატის აღმოსაჩენად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა და პლაგიატის პრევენცია. აღნინულის შედეგად ინტენსიურად მიმდინარეობს ტრენინგები აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, რათა მოხდეს სწავლება-სწავლის პროცესში აღნიშნული პროგრამის დანერგვა.
ევროპის უნივერსიტეტის ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია, "სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“, გაიმართა:
კონფერენციაში მომხსენებლები პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ჩინეთიდან, მალაიზიიდან და ინდოეთიდან მონაწილეობდნენ და მისი მიზანი განათლების მკვლევარების, ექსპერტებისა და პროფესიონალებისთვის აკადემიური პლატფორმის შეთავაზება იყო, სადაც განიხილავდნენ განათლების სფეროში დღეს არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც სწავლა სწავლების პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საერთაშორისო კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ტალიაშვილმა, გახსნა და მონაწილე ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.
"მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მიუხედავად მსოფლიო გამოწვევევებისა, რომელიც დღეს გვაქვს Covid19-ის პანდემიის პირობებში, ევროპის უნივერსიტეტი ახერხებს ახალი აკადემიური და სამეცნიერო ინიციატივების შემუშავებას და ეს კონფერენცია არის მტკიცებულება ჩვენი წარმატებული ძალისხმევისა, რაც რეალურად ასახავს ჩვენს ინსტიტუციურ ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს.
განათლება და კვლევა, სწორედ ამას გვინდა მივუძღვნათ თავი ევროპის უნივერსიტეტში. სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ თანამედროვე წამყვანი ქვეყნების უმრავლესობამ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა შეძლო, წარმატებული განათლების სისტემის ჩამოყალიბების პარალელურად. დღეს, საქართველო იგივე გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას, თანამედროვე დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე; საქართველოს უნივერსიტეტებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რათა მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს ამ ძალისხმევაში. ეს არის განსაკუთრებული ამოცანა, რომელიც შეესაბამება ჩვენი უნივერსიტეტის ხედვას და მისიას“, - განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.
ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული, აკადემიური პერსონალისთვის, 15 და 17 დეკემბერს, ტრენინგები ჩატარდა:
ტრენინგს, რომლის მთავარი თემა იყო "შეფასების სტრატეგიები გაუმჯობესებული სწავლებისთვის", ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) ტრენერები, მარგარიტა რიმარენკო და გორანა მისიკი, უძღვებოდნენ.
ლექციების მსვლელობისას მონაწილეებმა, სტუდენტთა ეფექტური შეფასების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საკვანძო პრინციპები და სტრატეგიები მიმოიხილეს.
აღნიშნულ ტრენინგს ევროპის უნივერსიტეტის 15 ლექტორი დაესწრო, რომლებსაც ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცემათ.
ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით ზუგდიდის სოფელ კახათის და სოფელ რუხის, ასევე ბათუმის N2 საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდა:
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იჩენს სათანადო მხარდაჭერას საზოგადოების მიმართ, განსაკუთრებით კი განათლების სფეროს მიმართულებით. აღნიშნული ტრენინგები, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით განხორციელდა, სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით საჯარო სკოლების პედაგოგების მხარდაჭერას ემსახურება.
ტრენინგებზე, რომელსაც პროფესორი მაია ბლიაძე და ასისტენტ-პროფესორი რუსუდან თედორაძე უძღვებოდნენ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა შეფასება, კომპლექსური დავალება და სოლო ტაქსონომია.
ტრენინგებზე დამსწრე 40 პედაგოგს ელექტრონული ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის ამ ინიციატივას, დადებითი შეფასება მოყვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან, რაც უფრო მეტად ზრდის მოტივაციას გეგმის სრულყოფილად განხორციელებისთვის.