ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე აკადემიური კონკურსი გამოცხადდა

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსებისა და აუდიტის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აკადემიური ნიშნით შემდეგი მიმართულებით:

 ფინანსების მიმართულება (აკადემიური ნიშნით) (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი):

  • ერთი პროფესორის ვაკანსი

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან  იყოს მათი თანაავტორი;
  • ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმები იხილეთ თანდართული დოკუმენტების სახით);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);  
  • „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესისშესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების  გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 20 იანვრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2025 წლის 26 თებერვლისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 28 თებერვლისა;
  • კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის  4 მარტისა;
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 5 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი: