არქეოლოგიის სამეცნიერო ჟურნალი
2017 წლიდან ევროპის უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა და მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ. 2018 წლიდან კი, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში გაერთიანდა აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახ. არქეოლოგიის ინსტიტუტი. მუზეუმის, ინსტიტუტისა და მუდმივმოქმედი ექსპედიციის ბაზაზე, 2018 წლიდან გამოიცემა სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი ,,არქეოლოგია“. ჟურნალის კვლევითი მიმართულებებია - არქეოლოგია, ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, ნუმიზმატიკა, ტორევტიკა, გლიპტიკა, რელიგიის ისტორია, პალეომეტალურგია, ანთროპოლოგია და სხვ. ამჟამად გამოცემულია შვიდი ნომერი, მე-8 და მე-9 ნომრები გადაცემულია დასაბეჭდად. მიმდინარეობს ყველა ნომრის სრული თარგმანი რუსულ და ინგლისურ ენებზე, ასევე პროცესი მათი შესაბამის საერთაშორისო საძიებო ბაზებში ჩართვა/შეყვანის კუთხით.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია დაკომპლექტებულია სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლებით.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფარული რეცენზირება. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებულია უცხოელ რეცენზეტთა ჩართულობა.
ჟურნალის ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის:
Arqeologia_2023_N8_geo.pdf (nplg.gov.ge)
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/499219
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/499211
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/329972
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/329974
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/329975
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/329976
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/362448
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/444140
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/444142
https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/462348 (ინგლისური)