ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია - ევროპული ინტეგრაცია და საქართველო გაიმართა

19 ივნისს, სასტუმრო "მერიოტში", "ევროპის უნივერსიტეტის" ორგანიზებითა და მონაწილეობით, საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროპული ინტეგრაცია და საქართველო“ გაიმართა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, საქართველოში პროფესორები უკრაინიდან, პოლონეთიდან და ბელორუსიიდან ჩამოვიდნენ. კონფერენციაზე სამეცნიერო საზოგადოებამ გლობალიზაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს ევროპინტეგრაციის გამოწვევებსაც გაუსვა ხაზი.

კონფერენცია პლენარული სხდომით დაიწყო, რომლის ხელმძღვანელებიც "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორები, გივი ბედიანაშვილი და გოჩა თუთბერიძე იყვნენ. გლობალიზაციის გამოწვწვები, ევროინტეგრაციის პროცესი, მცირე ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ტენდენციები, მდგრადი განვითარების შეფასება, უსადენო ქსელების უსაფრთხოება, გადასახადები, ბიზნესი და აუდიტი - ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზეც, სხდომის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა იმსჯელეს. 

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!