ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია "აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში"
2018 წლის 30 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და ჟურნალ გლობალიზაცია და ბიზნესის ჩართულობით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - "აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში". ღონისძიება სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მკვლევრები.
როგორ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის კონფერენციიების ჩატარება აუცილებელია იმისთვის, რომ მკვლევრებმა საკუთარი კვლევის შედეგები გამოიტანონ და ფართო აუდიტორიას გააცნოონ:
"კონფერენციის ფარგლებში, განიხილა გლობალიზაციის სხვადასხვა საკითხი: ფინანსური ასპექტები, ვაჭრობა, კულტურული ასპექტები ანუ, თავისთავად, კონფერენცია და წარმოდგენილი თემატიკა ფარავდა ყველა ველს და მიმართულებას".
ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორის, აფილირებული პროფესორის - გოჩა თუთბერიძის თქმით, კონფერენციის მიმდინარეობისას, იყო ძალიან საინტერესო მოხსენებები, რომლებიც განსხვავებულ თემებს შეეხებოდა:
"ეს იყო ფინანსური ბაზარი და ეკონომიური ზრდა, როგორ კავშირშია ისინი ერთმანეთთან. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის კონტექსტში, რამდენად უწყობს ხელს არსებული ფინანსური სისტემა ეკონომიკურ ზრდას ხელს. ასევე, იყო ძალიან საინტერესო მოხსენება, რომელიც საქართველოს კონკურენტუნარიოანობის ინდექსს შეეხებოდა, როგორ შეიძლება ის გამოიყურებოდეს უახლოეს მომავალში, სად ვგდავართ ახლა, სად იმყოფება ჩვენი ქვეყანა და რა პერსპექტივები აქვს მას ამ ნაწილში".
კონფერენცია "აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში" მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის კონფერენცია გასულ წელსაც გაიმართა.