4 მაისს საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებისთვის შეხვედრა გაიმართა
2018 წლის 4 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ადგილობრივ და საერთაშორისო, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებს. პროფესორებმა იმ პროექტების/პროექტების მონახაზების/პროექტების იდეების შესახებ ისაუბრეს, რომლების შეტანასაც სხვადასხვა ფონდში გეგმავენ. ევროპის უნივერსიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში (საინფორმაციო მხარდაჭერა, საკონფერენციო დარბაზი, ორგანიზება და ა.შ.) მაქსიმალურად დაუჭერს მხარს საგრანტო პროექტებთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ ინიციატივებს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო შემდეგ პროექტებს:
- რუსთაველის ფონდი: მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
- ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული გაცვლითი პროგრამა
- რუსთაველის ფონდი აცხადებს 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს
- რუსთაველის ფონდი აცხადებს „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსს
- კონკურსი პოლონეთის ისტორიისა და დიპლომატიის შესახებ გამოცემული საუკეთესო პუბლიკაციების გამოსავლენად
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მიმართულებით
- კვლევის ინტერნაციონალიზაცია
- აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა
- რუსთაველის ფონდის 2018 წლის კონკურსების კალენდარი
- საკონსულტაციო დღეები რუსთაველის ფონდში