მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-17 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე აბსტრაქტების მიღება დაიწყო
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი მე-17 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2024 წლის 19 დეკემბერს ჩატარდება.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 400-დან 500 სიტყვამდე შესრულებული აბსტრაქტი.
აბსტრაქტის წარდგენა/გამოგზავნა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ ორკაციან ჯგუფში.
აბსტრაქტების მომზადებაში სტუდენტების კონსულტაციის მიზნით დაგეგმილია ორი სამუშაო შეხვედრა:
- "როგორ დავგეგმოთ სამეცნიერო კვლევა" – 2024 წლის 17 ოქტომბერი
- "როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო მასალები" – 2024 წლის 28 ნოემბერი
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 8 დეკემბერი.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის გზამკვლევში.
კონფერენციის მასალები უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: studentconference@eu.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ - სტუდენტური კონფერენცია 2024
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: studentconference@eu.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!