"ევროპის უნივერსიტეტსა" და "მონროს კოლეჯს" (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"ევროპის უნივერსიტეტსა" და "მონროს კოლეჯს" (აშშ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტების განხორციელებასა და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
"მონროს კოლეჯი“ 1933 წელს დაარსებული კერძო კოლეჯია ნიუ-იორკში, რამდენიმე კამპუსით ბრონქსში, ნიუ-როშელსა და სენტ-ლუისში. ამასთან, კოლეჯი სტუდენტებს ოცამდე ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამასაც სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ “მონროს კოლეჯს“ განათლებისა და კოლეჯში სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველმყოფი პროგრამების ხანგრძლივი ისტორია აქვს. "მონროს კოლეჯი" აკრედიტებულია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი შტატების კომისიის (MSCHE) მიერ, ხოლო კოლეჯის სასწავლო გეგმები რეგისტრირებულია ნიუ-იორკის სახელმწიფო განათლების დეპარტამენტში.