"ევროპის უნივერსიტეტის" თანამშრომლები EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
"ევროპის უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი ბესიკ ტაბატაძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე, ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ კაციტაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი ნინო კანდელაკი, "ერაზმუს+" საერთაშორისო მობილობის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით "EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში" იმყოფებოდნენ.
"ევროპის უნივერსიტეტის" პერსონალმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კვირეულში, რომელიც ლატვიაში 22-26 აპრილს გაიმართა. საერთაშორისო კვირეული დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით და მოიცავდა ლექციებს, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები და ლექტორები ატარებდნენ. სტუდენტებისათვის ლექციები წაიკითხეს "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორებმაც.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური პერსონალის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, ასევე ინოვაციების ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის.
გლობალურ აკადემიურ საზოგადოებასთან დაახლოებით, გაძლიერებული საგანმანათლებლო გამოცდილებისა და ფართო კულტურული პერსპექტივების მეშვეობით, "ევროპის უნივერსიტეტი" ჰორიზონტის გაფართოებას აგრძელებს.