"ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორები ლიეტუვაში საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ცისანა გიორგაძე და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ნინო თებიძე "ერასმუს+" პროექტის ფარგლებში უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლიეტუვა) საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ. 

აღნიშნული კვირეული 15-19 აპრილის პერიოდში ჩატარდა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავდა.

პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში "Connecting bridges: R&D, higher education and society. Impact on regional development”, მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში “EVIDENCE-BASED PRACTICE: FROM HEALTH TO SOCIAL WELL-BEING”, ასევე წაიკითხეს საჯარო ლექციები.

პროფესორ ცისანა გიორგაძის ლექციის თემა იყო "Molecular Level of the Human Body”, ხოლო პროფესორ ნინო თებიძის - "Prophylaxis of Caries”.

გააზიარე გვერდი: