"ევროპის უნივერსიტეტში" II საერთაშორისო სამეცნიერო სესია დასრულდა
14 აპრილს, "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის მიერ ორგანიზებული II საერთაშორისო სამეცნიერო სესია ოფიციალურად დასრულდა.
ღონისძიება გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 110 წლისთავს მიეძღვნა.
სესიაზე წარმოდგენილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების უახლესი ანგარიშები, რომლებიც წარადგინეს როგორც ქართველმა (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ბორჯომის სამეცნიერო ცენტრებიდან) ასევე უცხოელმა არქეოლოგებმა (ავსტრიიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან).
სესიაზე შემოთავაზებული ანგარიშები მიმდინარე წელს აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ "არქეოლოგიაში" გამოქვეყნდება.