იწყება რეგისტრაცია ევროპის განათლების ფონდის ნოვატორ განმანათლებელთა საზოგადოების "ინოვაციური STEAM განათლების" ახალ სასწავლო კლუბში გასაწევრიანებლად

2024 წლიდან „ევროპის უნივერსიტეტი“ STEPS-თან პარტნიორობით მხარს უჭერს ევროპის განათლების ფონდს ETF ნოვატორ განმანათლებელთა საზოგადოების განსავითარებლად.

ETF ნოვატორ განმანათლებელთა საზოგადოება დაფინანსებულია ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლების ინოვაციური პრაქტიკების პოპულარიზაციას, განხილვასა და დანერგვას მასწავლებლებს, ტრენერებსა და განათლების სხვა პროფესიონალებს შორის. მის მისიას წარმოადგენს განმანათლებელთა გაძლიერება სიახლეების შემოღების მიმართულებით.

დაარსების დღიდან საზოგადოებამ მოიზიდა 1300-ზე მეტი წევრი (ძირითადად განმანათლებლები და პრაქტიკოსები ETF-ის პარტნიორი ქვეყნებიდან). დაინტერესებულ პირებს გასაწევრიანებლად, შეუძლიათ, ეწვიონ ETFის ნოვატორ განმანათლებელთა საზოგადოების ვებ-გვერდს და დააჭირონ ღილაკს - "JOIN".

საგულისხმოა, რომ საზოგადოებაში გაერთიანების შემდგომ, წევრებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი სასწავლო კლუბები. ეს გახლავთ 2024 წლის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს განმანათლებლების, მენეჯერებისა და ექსპერტების ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჯგუფები  განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში იმუშავებენკონკრეტულ თემაზე, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება ინოვაციებს სწავლის პროცესში. კლუბების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი პრაქტიკები და განიხილონ, როგორ გააუმჯობესონ სწავლების მიდგომები ერთმანეთისგან სწავლების გზით.

ახალი სასწავლო კლუბები ხელმისაწვდომია ETF ნოვატორ განმანათლებელთა საზოგადოების ყველა წევრისთვის, რომლებსაც სურთ გამოცდილების კოლეგებთან გაზიარება და ერთობლივ დისკუსიებში ჩართულობა. თითოეული კლუბი, სასიცოცხლო ციკლის ბოლოს,  ქმნის კონკრეტულ პროდუქტს (ერთობლივი სასწავლო გეგმა, ვიდეო, ანგარიში, სახელმძღვანელოები, ბლოგ-პოსტები და სხვა), რომლის პრეზენტაცია გაიმართება ღია ვებინარზე ETF საზოგადოების წინაშე. ყველა მონაწილე მიიღებს პიონერის სპეციალურ ბეიჯს  (Pioneers Open Badge)  ETF-ის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:  https://openspace.etf.europa.eu/pages/new-learning-clubs

პირველი კლუბის თემა გახლავთ „ინოვაციური STEAM სწავლება“, რომელსაც გაუძღვებიან ETF ნოვატორ განმანათლებელთა საზოგადოების ელჩები: მედეა აბრამიშვილი და მერაბ ლაბაძე საქართველოდან, ETF-ისა (ექსპერტები) და STEPS-ის (ფასილიტაცია და მონიტორინგი) გუნდებთან თანამშრომლობით.

მონაწილეობა უფასოა. კლუბში გასაწევრიანებლად აუცილებელია მხოლოდ ონლაინ ფორმის შევსება. შეგახსენებთ, რომ STEAM სწავლების კლუბი საქმიანობას აპრილის თვიდან შეუდგებიან.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: etf.educators@eu.edu.ge ; etf.educators-community@stepseurope.it & Community LinkedIN

გააზიარე გვერდი:

Hello World!