“ევროპის უნივერსიტეტი“ ერაზმუს+ საერთაშორისო კვირეულს პირველად მასპინძლობს

„ევროპის უნივერსიტეტი“ 4-8 დეკემბერს ერაზმუს+ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში 9 ქვეყნის 12 უნივერსიტეტის 20-მდე წარმომადგენელს მასპინძლობს. გახსნითი დღე აკადემიური კუთხით უნივერსიტეტის გაცნობას და ქართული კულტურის გაზიარებას დაეთმო.

საერთაშორისო კვირეული „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. სოფიო ხუნდაძემ, ვიცე-რექტორმა ხარისხის განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურა მიმოიხილა, რის შემდეგაც თათია დოლიძემ, ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით „ევროპის უნივერსიტეტის“ ინტერნაციონალიზაციისკენ მიმართული აქტივობები და სამომავლო მიზნები განიხილა.

სამართლის, განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, მედიცინის ფაკულტეტის და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა დამსწრეებს უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამები გააცნეს.

დღის წესრიგი ასევე მოიცავდა საქართველოს და მისი უნიკალური კულტურის შესახებ ლექციას, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორი ლელა გიორგაძე უძღვებოდა. მონაწილეებს ასევე მოწვეულმა ლექტორმა, ია დუჩვირმა, ჩაუტარა ვორკშოპი ქართულ ენაში.

საერთაშორისო კვირეული მოიცავს ხუთდღიან აკადემიურ და  კულტურულ აქტივობებს ინტერნაციონალიზაციის მიზნების მისაღწევად.

კვირეულში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები:

  1. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმანია)
  2. ჰალლე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი (გერმანია)
  3. IGS ჯგუფი (საფრანგეთი)
  4. მეჯიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ჩაკოვეცში (ხორვატია)
  5. ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
  6. ლატვიის კულტურისა და ეკონომიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ლატვია)
  7. უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
  8. ლატვიის პოლ სტრადინსის სამედიცინო კოლეჯი (ლატვია)
  9. ვროცლავის ბიზნესის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  10. პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
  11. კაუნასის კოლეჯი: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (ლიეტუვა)
  12. აგრის იბრაჰიმ ჩეჩენის უნივერსიტეტი (თურქეთი).
გააზიარე გვერდი:

Hello World!