მედიცინის ფაკულტეტის მე-15 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე აბსტრაქტების მიღება დაიწყო

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მე-15 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2023 წლის 18 დეკემბერს ჩატარდება . 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 400-დან 500 სიტყვამდე შესრულებული აბსტრაქტი. 

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი

აბსტრაქტის წარდგენა/გამოგზავნა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ ორკაციან ჯგუფში. 

კონფერენციის მასალები უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: studentconference@eu.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ - სტუდენტური კონფერენცია 2023

აბსტრაქტების მომზადებაში სტუდენტების კონსულტაციის მიზნით დაგეგმილია ორი სამუშაო შეხვედრა:

  • "როგორ დავგეგმოთ სამეცნიერო კვლევა" – 2023 წლის 20 ნოემბერი
  • "როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო მასალები" –  2023 წლის 4 დეკემბერი

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის გზამკვლევში.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: studentconference@eu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!