"ევროპის უნივერსიტეტის" მეთევზეთა კლუბმა სადებიუტო გასვლები განახორციელა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტ მეთევზეთა კლუბმა სადებიუტო გასვლები განახორციელა.

პირველი გასვლითი ღონისძიება, 8 ოქტომბერს, ოაზისის ტბაზე გაიმართა, სადაც კლუბის წევრები ბავშვთა თევზაობის ჩემპიონატს ჟიურის რანგში დაესწრნენ.

ტურნირის დასრულების შემდგომ კი ქართველ მეთევზეთა კლუბთან ერთად გამოავლინეს და დააჯილდოვეს გამარჯვებული ბავშვები.

15 ოქტომბერს, მეთევზეთა კლუბმა გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, ბუატას ტბებზე პირველი შიდა ჩემპიონატი ჩაატარა. ჩემპიონატის გამარჯვებულები დაჭერილი თევზის რაოდენობით გამოვლინდნენ და შესაბამისი პრიზებით დასაჩუქრდნენ.

ჩემპიონატის მიზანს სხვადასხვა დაცულ ტბებში თევზის გავრცელება წარმოადგენდა. ბუატას ტბებზე დაჭერილი თევზი კლუბის წევრებმა ოაზისის ტბებზე გადაიყვანეს, სადაც ტურნირებს მომავალშიც გამართავენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!