III საერთაშორისო კონფერენციაზე „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ მთავარი მომხსენებლი „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი მაია ბლიაძე იქნება

მესამე სამეცნიერო კონფერენციაზე „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ მთავარი მომხსენებლი „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის და მდგრადი განვითარების ექსპერტ/კონსულტანტი, გეოგრაფიის დოქტორი, მაია ბლიაძე იქნება.

პროფესორი მაია ბლიაძე ისაუბრებს თემაზე: „განათლების როლი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“.

საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ორგანიზებულია ევროპის უნივერსიტეტის მიერ ქუთაისის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. კონფერენცია 2023 წლის 15 დეკემბერს ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით) გაიმართება.

კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და, ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.

კონფერენციაზე მომხსენებლად რეგისტრაციისთვის საჭიროა აბსტრაქტის წარმოდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 20 ნოემბრისა.

მომხსენებლად რეგისტრაციისთვის: https://iceti.eu.edu.ge/presenter/  

მსმენელად რეგისტრაციისთვის: https://iceti.eu.edu.ge/listener/#

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია: https://iceti.eu.edu.ge/

გააზიარე გვერდი:

Hello World!