მიღება "ევროპის უნივერსიტეტის" სამაგისტრო პროგრამებზე

"ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საბუთების მიღება 29 აგვისტოდან დაიწყება. 2023-24 აკადემიური წლისთვის გთავაზობთ შემდეგ პროგრამებს:

საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 29 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდა;

გ) ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (CEFR B2, IELTS exam – 5.5, BEC exam and CELS exam – Vantage,  Cambridge exam – FCE, TOEIC – 785, TOEFL iBT – 72, TOEFL ITP – 543);
დ) გასაუბრება სპეციალობაში.

"ევროპის უნივერსიტეტის" სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;  უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების  შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში; 
  • სამაგისტრო  გამოცდის ჩაბარების  დამადასტურებელი  ბარათი.

საბუთების მიღება იწარმოებს ადმინისტრაციული  კორპუსის  პირველ  სართულზე:  ოთახი  №103, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება - 14:00 - 15:00 საათი), მის. გურამიშვილის გამზირი № 76.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება ორ ნაკადად: I ნაკადი - ის პირები, ვინც საბუთებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით შემოიტანენ, II ნაკადი - ის პირები, ვინც საბუთებს 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით შემოიტანენ.

I  ნაკადისთვის გამოცდები ჩატარდება  შემდეგი გრაფიკით:

უცხო ენის გამოცდა  -  11  სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად);

  • უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 13  სექტემბერი;
  • სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა - 13-14 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი.
  • გასაუბრება  სპეციალობაში - 18  სექტემბერი;
  • შედეგების გამოცხადება - 19  სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა - 19-20 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების  გამოცხადება - 21  სექტემბერი

II  ნაკადისთვის გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

უცხო ენის გამოცდა  -  18 სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად);

  • უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 20 სექტემბერი;
  • სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა - 20-21 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 22  სექტემბერი.
  • გამოცდა სპეციალობაში - 25  სექტემბერი;
  • შედეგების გამოცხადება - 26  სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა - 26-27 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების  გამოცხადება - 28 სექტემბერი;

საბოლოო შედეგების გამოცხადება  - 28  სექტემბერი;

რანჟირების დოკუმენტის გამოცემა - 29 სექტემბერი

ხელშეკრულების გაფორმება  -  29 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ჩარიცხვის შესახებ ბრძანების მომზადება - 3 ოქტომბერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!