"ევროპის უნივერსიტეტი“ "ერაზმუს+" ჟან მონეს მოდულის 2023 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

"ევროპის უნივერსიტეტი“ "ერაზმუს+" ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირის გაფართოება: წარსულის გაკვეთილები სამომავლო გადაწყვეტილებებისთვის“ (101127859, EnlargEU) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

პროექტი "EnlargEU“ ევროკომისიის თანადაფინანსებით სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი აკადემიური კოორდინატორი  "ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თათია დოლიძეა.

მოდულის აკადემიური გუნდის წევრებს შორის არიან: "ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პროფესორი, ლევან მახაშვილი, მოწვეული მკვლევრები, ბიძინა ლებანიძე და თინათინ ახვლედიანი, ასევე ცნობილი უცხოელი ექსპერტები - სტივენ ბლოკმანსი და კრისტოფ ჰილიონი.

ჟან მონეს მოდულის ძირითადი მიზანია ქართველი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა აკადემიკოსების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პერსპექტივებიდან.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულია სხვადასხვა  საგანმანათლებლო აქტივობა, მათ შორის, სამი საზაფხულო სკოლის ორგანიზება და სასწავლო კურსის, "ევროკავშირის გაფართოების ისტორია“, განხორციელება, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაში ინტეგრირდება.

აღსანიშნავია, რომ EnlargEU რიგით მეორე ჟან მონეს მოდულია, რომელსაც "ევროპის უნივერსიტეტი“ განახორციელებს. საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფარგლებშივე წარმატებით ჩატარებული ჟან მონეს მოდული - "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE), რომლის აკადემიური კოორდინატორიც "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორი ლევან მახაშვილი იყო, 2023 წლის მარტში დასრულდა.

გააზიარე გვერდი: