ICD ბიზნესსკოლის პროფესორი ფრანსუა მასკლანი "ევროპის უნივერსიტეტს“ სამუშაო ვიზიტით ესტუმრა
12-16 ივნისს, Erasmus+-ის საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტს“ ICD ბიზნესსკოლის (ტულუზა, საფრანგეთი) პროფესორი ფრანსუა მასკლანი სტუმრობდა.
ფრანსუა მასკლანი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის ექსპერტია.
პროფესორი ფრანსუა მასკლანი "ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორებისთვის ლექციას თემაზე "ძირითადი ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური თემების კარტოგრაფიული პრეზენტაცია გლობალიზებულ სამყაროში" გაუძღვა.
სწავლების მიზნით, პერსონალის საერთაშორისო მობილობას მნიშვნელოვანია არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ აკადემიური პერსონალისთვისაც, რამდენადაც პერსპექტივების გაფართოების საშუალებას იძლევა. იდეებისა და გამოცდილების გაცვლა აძლიერებს კოლექტიურ ცოდნას და ზრდის თანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
პროფესორმა მასკლანიმ სამუშაო შეხვედრა გამართა "ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის ფრანკოფონ წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე რექტორ თათია დოლიძესთან და სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკან იოსებ კელენჯერიძესთან.
შეხვედრის მიზანი აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა იყო. პროფესორ მასკლანის ვიზიტი "ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო ჟურნალის „გლობალიზაცია და ბიზნესი“ სარედაქციო კოლეგიაში ჩართვით დასრულდა. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც სამეცნიერო ჟურნალის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, ასევე საერთაშორისო რეპუტაციის გამყარებასა და ამაღლებას.