„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვივნენ

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთერთობების პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვივნენ. სტუდენტებთან შეხვედრას საქართველოს დაზვერვის სასმახურის უფროსი, შალვა ლომიძე და მისი მოადგილე, გიორგი (გიგი) ლილუაშვილი წარუძღვნენ, რომელიც, ამავდროულად, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით,  ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გახლავთ.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სადაზვერვო სამსახურის მუშაობის ანალიტიკური და ოპერატიული ასპექტების შესახებ,  გაეცნენ სამსახურის სამუშაო გარემოსა და ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურულ და სტრუქტურულ რეფორმებს.

ამას გარდა ვიტიზმა სტუდენტებს მისცა საშუალება, უსაფრთხოების სპეციალისტებთან რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ინტერაქციული დისკუსია წარემართათ.

ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტების პროფესიული ორიენტაციის მხარდასაჭერად მსგავს სასწავლო ვიზიტებს რეგულარულად მართავს, რაც მათ აძლევთ საშუალებას, შეხვდნენ სფეროს მოწინავე პრაქტიკოსებს და გაეცნონ რელევანტური საქმიანობის წარმმართველი უწყებებისა თუ ორგანიზაციების სამუშაო სფეციფიკას.

გააზიარე გვერდი:

Hello World!