პროფესორი მაია მანწკავა ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ევროპის უნივერსიტეტისაფილირებული პროფესორი, კლინიკური რეოლოგიის ექსპერტი მაია მანწკავა სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

მაია მანწკავა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, “ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის”  რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელია.

ის ასევე, რეოლოგთა საზოგადოების და მიკროცირკულაციისა და ჰემორეოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებების აღმოსავლეთ ევროპის ფრაქციის თავმჯდომარეა.

1992 წელს დაამთავრაივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისფიზიკის ფაკულტეტი,  2001 წელს სამედიცინო უნივერსიტეტი, 2004 წელსსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტისასპირანტურა და სწავლის დამთავრებისთანავე დაიცვა დისერტაცია. 2013 წელსსაქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტშიმიიღო ჯანდაცვის სპეციალისტის კვალიფიკაცია.

პროფესორი მაია მანწკავა პერმის უნივერსიტეტის საპატიო ემერიტუსი და ლისაბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. დაჯილდოებულია პანდემიის პრევენციის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საპატიო ჯილდოთი, აგრეთვე,  ტრანსკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ ოქროს ლომით ნომინაციაშიინოვაციები მედიცინაში“.

2010 წლიდან ის ხელმძღვანელობს ექიმთა უწყვეტი განათლების მრავალწლიან საერთაშორისო პროექტ BIOMED-. მისი ავტორობით შექმნილია ყოველწლიური ტრენინგ-კურსების სერია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

იგი არის 20-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი, მონაწილე და გამარჯვებული. აქვს 100-მდე სამეცნიერო სტატია, და რეგულარულად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონგრესებში, კონფერენციებსა და ვორკშოპებში

მაია მანწკავა 1 სახელმძღვანელოს და 3 მონოგრაფიის ავტორია. მისი რედაქტირებით, გამოცემულია სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე, ის არის საერთაშორისო ჟურნალების: „Journal of Biomedical and Medical Sciences”, “Clinical Hemoreology and Microcirculation”, “Series on Biomechanics”, “Journal of Biomechanics” თანარედაქტორი

მისი ხელმძღვანელობით/თანახელმძღვანელობით დაცულია 18 სადოქტორო დისერტაცია და 5 სამაგისტრო ნაშრომი. იგი არის პოსტდიპლომური სამედიცინო განათლების პროგრამების ავტორი და თანაავტორი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!