პროფესორი ქეთევან ცანავა „ევროპის უნივერსიტეტის“ ნეფროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

„ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი და „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ნეფროლოგიის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ცანავა ნეფროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

1974-1980 წლებში მან მიიღო თერაპევტის კვალიფიკაცია „თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში”, 1991 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, 2006 წელს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“ მიიღო ნეფროლოგის კვალიფიკაცია, ხოლო 2007 წელს მოიპოვა სახელმწიფო სერთიფიკატი შინაგანი მედიცინის მიმართულებით.

ქეთევან ცანავა აქტიურადაა ჩართული ისეთ ტრენინგ-კურსებში,სემინარებსა და სამეცნიერო აქტივობებში,როგორიცაა:

  • 2022 – „ნეფროლოგიური პაციენტის მოვლის პრაქტიკული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები“, ნეფროლოგთა საერთაშორისო კონფერენცია 
  •  2021 – ტრენინგი „თანამედროვე სწავლებისა და შეფასების მეთოდები უმაღლეს სასწავლებელში“, ევროპის უნივერსიტეტი 
  • 2020 – „სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა“, ევროპის უნივერსიტეტი - მონაწილე

მან 2018 წელს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე „პრეეკლამფსია– ეკლამფსია– ქალთა კარდიოვასკულური ავადობის რისკ–ფაქტორი“, ხოლო 2021 წელს XVIII საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე „თირკმელების უკმარისობით გართულებული  ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი“.

ქეთევან ცანავას მიერ შექმნილი პუბლიკაცია „კოვიდ 19 და პირფენიდონი“ გამოქვეყნებულია ბიოსამედიცინო და სამედიცინო მეცნიერებების ჟურნალში, ასევე სტატია „ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, როდის დავიწყოთ ჰემოდიალიზი?“ 2023 წელს დაიბეჭდა ჟურნალში “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”

გააზიარე გვერდი:

Hello World!