"ევროპის უნივერსიტეტს" და "პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"ევროპის უნივერსიტეტს" და "პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლას" (ბულგარეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის "ერაზმუს+" კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.
"პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლა" "ევროპის უნივერსიტეტისთვის" ბულგარეთში რიგით მეოთხე პარტნიორია.