"ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით პანონიის უნივერსიტეტს ეწვივნენ
27-28 თებერვალს "ევროპის უნივერსიტეტის“ ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მაია აზმაიფარაშვილი და ამავე პროგრამის პროფესორი ეკა დევიძე სამუშაო ვიზიტით პანონიის უნივერსიტეტს ეწვივნენ.
ვიზიტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული EMDM პროექტის - "ნელი ტურიზმის მენეჯმენტის" (STM) ფარგლებში განხორციელდა. ქალაქ ვესპრემში გამართულ შეხვედრას საქართველოდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, თურქეთსა და აზერბაიჯანიდან საერთაშორისო კოსნორციუმის ყველა წევრი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ინტეგრირებულ ტრანსნაციონალურ სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, პროგრამის სილაბუსი, მიზნები და შედეგები, სწავლა-სწავლების მეთოდები და აქტივობები, პრაქტიკის განხორციელების პროცედურები, შეფასების რუბრიკები და სხვა.
EMDM-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები სასწავლო გეგმებისა და სწავლების პრაქტიკის მოდერნიზაციის, რესურსების მობილიზებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უნივერსიტეტების შესაძლებლობის გაძლიერებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ STM პროექტის კონსორციუმის წარმომადგენელთა შემდეგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის 18-19 მაისს გაიმართება და მას "ევროპის უნივერსიტეტი“ უმასპინძლებს.