ზამთრის სკოლა "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" დასრულდა
10 მარტს "ევროპის უნივერსიტეტში“, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლის - "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" დახურვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორები და ზამთრის სკოლის მონაწილეები ესწრებოდნენ. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მოდულის აკადემიურმა კოორდინატორმა ლევან მახაშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა თათია დოლიძემ და GFSIS-ის ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა მიმართეს.
მოდულის განმახორციელებელმა გუნდმა საქართველოში მიმდინარე ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესებსა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მდგარ შიდა თუ გარე გამოწვევებზე ისაუბრებს. გუნდმა შეაჯამა აგრეთვე მოდულის ფარგლებში ჩატარებული სამი ზამთრის სკოლა და ხაზი გაესვა ევროკავშირის დაფინანსებით საგანმანათლებლო ხასიათის ეროვნული თუ საერთაშორისო პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
ღონისძიების დასასრულს, დამსწრეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ზამთრის სკოლის აბიტურიენტ მონაწილეებს ლევან მახაშვილმა საჩუქრად მისი ავტორობით მოდულის ფარგლებშივე შემუშავებული წიგნი - “ევროკავშირის ინსტიტუტები” გადასცა.
აღსანიშნავია, რომ აუდიტორიას "ევროპის უნივერსიტეტის“ უნიკალური შეთავაზების შესახებაც მიეწოდა ინფორმაცია. კერძოდ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტები "ევროპის უნივერსიტეტისგან" სრულ დაფინანსებას მიიღებენ.