“ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი დაუგავპილსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა
2022 წლის 12-18 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო პროექტებისა და ბილატერალური მობილობის მენეჯერი, მარიამ მანია, ლატვიაში, დაუგავპილსის უნივერსიტეტში, ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული მობილობით იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მარიამ მანია დაუგავპილსის უნივერსიტეტის ერაზმუს+ ინსტიტუციონალურ კოორდინატორს, ინესე ჰოდანოვას, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მთავარ სპეციალისტს, ლიენე ლეიკუმა რიმიცანეს, ერაზმუს+ შემომავალი მობილობის კოორდინატორს, კაროლინა ჰრაპანეს, სტუდენტთა რეკრუტირების მენეჯერს, ილონა მაქსიმციკას, პროექტის კოორდინატორის ასისტენტს, იელენა გროდნასა და ასევე, ანატომიისა და ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირენა კამინსკას, შეხვდა.
დაუგავპილსის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით ერთობლივი ინტერნაციონალიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე, მედიცინის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივები იქნა განხილული.
უნდა აღინიშნოს, რომ დაუგავპილსის უნივერსიტეტმა 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამაში „ევროპის უნივერსიტეტის“ ჩართვის შესახებ გამოთქვა მზადყოფნა. შესაბამისი განაცხადი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტს უკვე გადაეგზავნა.