"ევროპის უნივერსიტეტსა" და "გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "გრიგორ . პოპამედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება მხარეებს შორის ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საგულისხმოა, რომ ევროპის უნივერსიტეტისა და "გრიგორ . პოპამედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტს შორის ექსტრაკურიკულარული აქტივობებისა და სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია

კერძოდ, რუმინელი პროფესორები ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტომატოლოგიის დარგში ონლაინ ლექციათა სერიას გაუძღვნენ. ანალოგიურად, რუმინელ სტუდენტებსაც ჰქონდათ საშუალება ევროპის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციებს დასწრებოდნენ. ამავე ფორმატში, უახლოეს მომავალში მხარეები დამატებითი ონლაინ ლექციების გამართვას გეგმავენ

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ "ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი მოაიად ისმაილი 2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრს "გრიგორ . პოპამედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტში გაატარებს. საერთაშორისო მობილობისთვის აღნიშნული სტუდენტი "გრიგორ . პოპამედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ღია კონკურსის შედეგად შეირჩა

გააზიარე გვერდი:

Hello World!