ევროპის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, დებატები გაიმართა

15 და 16 ოქტომბერს, "ევროპის უნივერსიტეტის" სივრცეში, კარლ რაიმონდ პოპერის პოლიტიკური რეზოლუციის ფორმატით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებითდებატები გაიმართა.

დებატები "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლებრივი დახმარების ცენტრთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოება ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის - CANSY, ევროპის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

დებატებში მონაწილეობის მიღება შეძლეს მოსწავლეებმა და სტუდენტებმა 16-დან 24 წლის ჩათვლით. 

პროექტის დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. 

გამარჯვებულები და საუკეთესო მომხსენებლები დაჯილდოვდნენ პარტნიორების მიერ დაწესებული ფასიანი პრიზებით.

დებატები ჩატარდა ალგეთის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის - „უფლებები უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, ევროსაბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდის (EYF) ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარე გვერდი:

Hello World!